FM97.5 / LIVE

სომხური გამოცემის ჟურნალისტები საქართველოში არ შემოუშვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.10.2019
სომხური გამოცემა Epress.am-ის ინფორმაციით, 11 ოქტომბერს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მათ სამ ჟურნალისტს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს და განუცხადეს, რომ საქართველოში მათი მუშაობა „არასასურველია“.

სომხური გამოცემის ჟურნალისტები საქართველოში არ შემოუშვეს
როგორც თავად ჟურნალისტები — იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატურიანი და ტიგრან აკოპიანი — აცხადებენ, მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა გაიგეს, რომ ჟურნალისტები იყვნენ, რამდენიმე საათით დააყოვნეს, შემდეგ კი საერთოდ უარი უთხრეს ქვეყანაში შეშვებაზე.

ისინი ნინოწმინდა-ბავრის პუნქტით კვეთდნენ საზღვარს. მათი მონათხრობის თანახმად, მათ რამდენჯერმე აუხსნეს სხვადასხვა ქართველ მესაზღვრეს, რომ ადგილობრივ ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებების აქტივისტებთან და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ინტერვიუებისთვის მიდიოდნენ ახალციხეში, ახალქალაქსა და თბილისში.

ინტერვიუები, მათ თანახმადვე, დაგეგმილი იყო გამოცემა Newcaucasus.com-ისა და Epress.am-ის საერთო პროექტის ფარგლებში, რომელიც „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) მხარდაჭერით ხორციელდება. IWPR-ი წლებია, საქართველოში საქმიანობს.

ჟურნალისტების თანახმად, მესაზღვრეებს ოფიციალურად არ განუმარტავთ, რის გამო ეუბნებოდნენ უარს შეშვებაზე და უბრალოდ უთხრეს, რომ „ინტერვიუებისთვის აკრედიტაციაა საჭირო“.

ამის შემდეგ, რეპორტიორების თქმით, ბარგი შეუმოწმეს, რის შემდეგაც განუცხადეს, რომ სამოყვარულო კამერის, შტატივისა და ლეპტოპის გადატანა არ შეიძლებოდა; როდესაც უპასუხეს, რომ სულ რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდნენ საქართველოში და მსგავსი პრობლემა არ შეჰქმნიათ, ერთ-ერთმა მესაზღვრემ მიუგო: „სიტუაცია შეიცვალა“.

ამის შემდეგ მათ უთხრეს, რომ ტექნიკა სომხურ მხარეს დაეტოვებინათ და ხელახლა, ამჯერად ტექნიკის გარეშე წამოსულიყვნენ, ჟურნალისტები ასეც მოიქცნენ, თუმცა მათივე თქმით მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ :„თქვენი მუშაობა არასურველია, თქვენ გეკრძალებათ ჟურნალისტური საქმიანობა საქართველოში. არ შეგიშვებენ“.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქართველმა მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს
მოქალაქე და პროფესიონალი ჟურნალისტები არჩევნებს კოორდინირებულად გააშუქებენ
'სამხრეთის კარიბჭეს' ჟურნალისტები სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფებოდნენ
ახალციხეში მოქმედმა და მომავალმა ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებებზე იმსჯელეს
ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება
მედიატური რელიგური უმცირესობების სალოცავების მდგომარეობის შესასწავლად
ჯავახეთის პრობლემებს კავკასიელი ჟურნალისტები ეცნობიან