FM97.5 / LIVE

სასწრაფო დახმარების 20 ავტომანქანისა და 25 რეანომობილის ყიდვა იგეგმება

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.10.2019
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო დანიშნულების მქონე ავტომანქანების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანას სახელმწიფო ახალციხისთვისაც შეიძენს.

სასწრაფო დახმარების 20 ავტომანქანისა და 25 რეანომობილის ყიდვა იგეგმება
"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, სააგენტომ უკვე დაიწყო ბაზრის კვლევა, ფასებისა და ტენდერის პირობების დაზუსტების მიზნით. შეთავაზებებს სააგენტო 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით მიიღებს, შემდეგ კი გამოაცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერებს.

იგეგმება 20 ერთეული სამედიცინო დანიშნულების [სასწრაფო სამედიცინო დახმარების] ავტომანქანისა და 25 ერთეული ე.წ. „რეანომობილის“ შესყიდვა.

სამედიცინო დანიშნულების მქონე ავტომანქანების საგარანტიო პერიოდი უნდა გავრცელდეს 3 წელზე ან 200 000 კმ. გარბენზე [რომელიც უფრო ადრე დადგება].

„პრეტენდენტმა სატენდერო პროექტით განსაზღვრული თანმდევი საგარანტიო [გეგმიური] მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ ექვს ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი ან ფოთი და ახალციხე, ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში [არაგეგმიური] მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს თბილისში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები განსაზღვრულ ლოკაციებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ბაზრის კვლევის განაცხადში.

სააგენტო პრეტენდენტებისგან ელოდება მოსაზრებებს ავტომანქანების მიწოდების ვადების შესახებაც. ასევე მათ მოსაზრებებს ტენდერების ლოტებად დაყოფის ან/და გაერთიანების შესახებ „მაგალითად, თუ გავაერთიანებთ 25-ვე რეანომობილს, შეუქმნის თუ არა ეს რომელიმე მიმწოდებელს პრობლემას, რომელსაც შეუძლია ცალკე ლოტის პირობების დაკმაყოფილება, მაგრამ გაერთიანების შემთხვევაში ვეღარ შეძლებს და.ა.შ.“

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება
ადიგენში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოთხი ცენტრი აშენდება
სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მანქანა გადაეცა
ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შენობა აშენდება
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ინვენტარით აღიჭურვა
რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი 30%–ით იზრდება