FM97.5 / LIVE

აბასთუმანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.10.2019
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ კურორტ აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას იწყებს. ეს სამუშაოების მეორე ეტაპია.

აბასთუმანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება

კურორტის წყალმომარაგებისთვის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი „გაერთინაბეული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპანიის - შპს „ჯი პი სის“ წარმომადგენელმა, ნუგზარ რობაქიძემ მოაწერეს.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს არაზინდოს დასახლებაშიც.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს ამორტიზებული ფოლადის მილების ახლით ჩანაცვლებას, მოეწყობა წყლის სათავე-ნაგებობა და წყალმომარაგების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს. დაგეგმილია მომხმარებლების გამრიცხველიანება“.

პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით ოთხი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ამ ეტაპზე, აბასთუმანში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტის დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ“, - განმარტავენ კომპანიაში.

[sknews.ge]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში კანალიზაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება
აბასთუმანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება
ვალეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება
ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
აბასთუმანში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა იწყება
ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბლიტაციისთვის 5 მლნ. დაიხარჯება