FM97.5 / LIVE

‘კარგად გამოიყენებენ არჩევნებზე’ – სოფლის რწმუნებულებს სტატუსი შეეცვლებათ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 11.10.2019
პარლამენტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, სოფლის რწმუნებულები საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან და მათ ხელშეკრულებით აიყვანენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ასე წარმომადგენლებს პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებენ.

‘კარგად გამოიყენებენ არჩევნებზე’ – სოფლის რწმუნებულებს სტატუსი შეეცვლებათ

ახალ ინიციატივას, რომლის მოხედვითაც სოფლის წარმომადგენლები საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან და მათ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აიყვანენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

ახალი ცვლილებების შესახებ, რომელსაც საბოლოოდ ძალაში შესვლამდე პარლამენტს ორი მოსმენა დარჩა, შეფასება და რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ მოამზადა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ცვლილებები სოფლის წარმომადგენლების პოლიტიზებისა და წინასაარჩევნოდ ვიწროპარტიული მიზნებისათვის გამოყენების რისკებს ზრდის.

„მერიის წარმომადგენლებს, თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ სოფლის მოსახლეობაში სოციალური და პოლიტიკური განწყობის შესახებ, ხოლო სოფლის მოსახლეობისათვის ხშირად სახელმწიფოს ერთადერთი წარმომადგენლები არიან, რომელთანაც ადგილობრივი პრობლემის შესახებ კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვთ.

ამ გარემოებების ფონზე თანამდებობის მზარდი პოლიტიზაცია ქმნის მაღალ ალაბათობას, რომ ის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მიზნებისთვის კიდევ უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული და საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად დააზიანებს“– ამბობენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ფიქრობენ, რომ ცვლილება არ შეესაბამება დეცენტრალიზაციისა და მუნიციპალიტეტებში პროფესიული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების პოლიტიკას.

თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი კოტე კანდელაკი კი ფიქრობს, რომ ცვლილებისათვის დრო არასწორად არის შერჩეული, რადგან არჩევნები ახლოვდება და შესაძლოა ეჭვებსაც ამიტომ აჩენდეს, თუმცა წარმომადგენლების სტატუსის ცვლილებას მიესალმება.

„ჩვენ ამაზე რეკომენდაციები ადრეც გვქონდა, წარმომადგენლები ხელშეკრულებაზე უნდა გადასულიყვნენ, რადგან მერებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ თავიანთი შეხედულებით შეარჩიონ და აიყვანონ წარმომადგენლები, ვიდრე საჯარო მოხელის სტატუსი ჰქონდეთ და მათ დანიშვნაზე ბევრი პროცედურები გაიარონ, თუმცა ამაზე ახლა არ უნდა ემსჯელათ, ცოტა ადრე ან დალოდებოდნენ არჩევნების ჩატარებას“,–გვიხსნის კოტე კანდელაკი.
სამცხე–ჯავახეთში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სოფლის წარმომადგენლებს საჯარო მოხელის სტატუსი ექნებათ თუ ხელშეკრულებით აიყვანენ, მათი პოლიტიკური მიზნებით გამოყენება აქამდეც ხდებოდა და მოხდება კიდეც.

„ყველა არჩევნებზე წარმომადგენლებს ფოსტალიონებივით არბენინებენ აქეთ–იქით, ხმების მოსაპოვებლად რა მნიშვნელობა აქვს რა სტატუსი ექნებათ, უბრალოდ როცა მოუნდებათ ასე უფრო მარტივად გაათავისუფლებენ სამსახურებიდან ხელშეკრულების შეწყვეტით, სხვა არაფერი შეიცვლება“,–ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ბაკურ გელაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გელა დემეტრაძის თქმით, წარმომადგენლების ხელშეკრულებებით აყვანა, მათი დასჯისთვის იქნება მარტივი თუ პოლიტიკურ დავალებებს არ შეასრულებენ.

„თუ ისე არ იმუშავებენ რწმუნებულები როგორც საჭირო იქნება, სადამსჯელო მექანიზმი მათთვის ძალიან მარტივი იქნება, ხელშეკრულებებს ისე გააუუქმებენ. ამთ ძალიან მარტივად წარმომადგენლებზე მანიპულირებას მოახდენენ“,–ამბობს გელა დემეტრაძე.

ამ დროისათვის სამცხე–ჯავახეთში სულ 96 მერის წარმომადგენელი და 84 თანაშემწე მუშაობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებები მეორე ტურის შემდეგ
დაირღვა თუ არა საჯარო მოხელეების უფლებები
ვინ გადაიყვანეს შტატიდან ხელშეკრულებაზე – ცვლილებები ახალციხის გამგეობაში
როგორ აფასებენ 2018 წელს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთში
მერს 3500 ლარი, მოადგილეს 2550 – ახალციხის თვითმმართველობაში ხელფასები გაიზარდა
‘ვანომ არ იცის გარეთ რა ხდება’ – სამცხე–ჯავახეთში მერაბიშვილის განცხადებას აფასებენ