FM97.5 / LIVE

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის ახალციხის ქუჩები დაიხაზა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.10.2019
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის ახალციხეში სამი მარშრუტი გამოიყო და მათი დახაზვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ავტოსკოლებსა და კერძო ინსტრუქტორებს, საგამოცდო მარშრუტებზე სასწავლო სვლის ჩატარების საშუალება არ ექნებათ.

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის ახალციხის ქუჩები დაიხაზა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდება. საგამოცდო მოედნის შემდეგ, მოწმობის აღების მსურველი შესაძლებლობებს ქალაქის ქუჩებში გამოცდის.

ქალაქ ახალციხეში უკვე განისაზღვრა სამი მარშრუტი, სადაც პრაქტიკული გამოცდა ჩატარდება. მომსახურების სააგენტო კონკრეტულ ლოკაციებს ჯერ არ ასაჯაროებს.

თუ რომელ მარშრუტზე მოუწევს მძღოლობის კანდიდატს გამოცდის ჩაბარება, ამას შემთხვევითობის პრინციპით, სპეციალური პროგრამა განსაზღვრავს. შესაბამისად, კანდიდატს წინასწარ არ ეცოდინება, რომელ საგამოცდო მარშრუტზე მოუწევს გამოცდის ჩაბარება.

საგამოცდო მარშრუტი შედგენილია იმ მანევრებით, რომელიც ითვალისწინებს მძღოლობის კანდიდატთა გარკვეული უნარ-ჩევებისა და საგზაო ქცევის შემოწმებას.

„ევრო პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის დირექტივის (N 2006/126/EC) მიხედვით, მოთხოვნილია, რომ კანდიდატმა საჭიროა შეასრულოს კონკრეტული მანევრები, ხოლო აღნიშნულ მარშრუტებზე შესაძლებელი იქნება ყველა მანევრის შესრულება. დაიწყოს მოძრაობა პარკირების შემდეგ, იმოძრაოს სწორ გზებზე, წრიულ მოსახვევებში, შეცვალოს მიმართულება, იმოძრაოს ავტომაგისტრალზე, მოახდინოს სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, დაბრკოლებების გვერდით მართოს ავტომობილი და ა. შ.“, - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ახალციხეში გამოცდისათვის საჭირო სამ ძირითად ნაწილზე დახაზვის სამუშაოები თითქმის დასრულდა. საგამოცდო მარშრუტით, როგორც ცენტრალური, ისე შიდა ქუჩებია გათვალისწინებულია.

სააგენტოში ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ მარშრუტებზე სასწავლო სვლა აკრძალული იქნება, თუმცა როგორ მოხდება მათი რეგულირება, ჯერჯერობით უცნობია: „რეგულაციის მიხედვით, ავტოსკოლებს და კერძო ინსტრუქტორებს საშუალება არ ექნებათ საგამოცდო მარშრუტებზე ჩაატარონ სასწავლო სვლა“.

გამოცდისთვის განსაზღვრული კონკრეტული მარშრუტების გასაჯაროებას მომსახურების სააგენტო მას შემდეგ გეგმავს, რაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტი დამტკიცდება.

„სწორედ ამის შემდეგ მოხდება ყველა შესაძლო ლოკაციის დაზუსტება და დამტკიცება“, - აცხადებენ სააგენტოში.

კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, ამ ეტაპზე, პარლამენტის კომიტეტებში განიხილება. მას უკვე დადებითი რეკომენდაციები მისცა ოთხმა კომიტეტმა: ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. „აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილებები არ განუხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. განხილვის კონკრეტული დრო ამ ეტაპზე უცნობია“.

ასევე უცნობია კანონის მიღების საბოლოო თარიღიც - „კანონპროექტის დამტკიცების დრო დამოკიდებულია საქართველოს პარლამენტზე. ყველა კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ მოსმენა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

როგორ შეიცვლება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა
პარლამენტი მართვის მოწმობებთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვას იწყებს
მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მარტივდება
'საგზაო მოძრაობის შესახებ' კანონში ცვლილებს იურიდიული კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს
პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები  დაამტკიცა
მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება
შსს–ს განმარტებით, მართვის მოწმობის 100–ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა