FM97.5 / LIVE

საქართველოში 6 თვეში თავი 207-მა ადამიანმა მოიკლა

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.10.2019
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის ექვსი თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207–მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

საქართველოში 6 თვეში თავი 207-მა ადამიანმა მოიკლა

დღეს, 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საჯარო შეხვედრა გამართა თემაზე - „ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები“.

სახალხო დამცველმა ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი ცნობიერების ნაკლებობასა და საზოგადოებაში არსებულ ტაბუზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური და თანმიმდევრული ღონისძიებების გატარების საჭიროებას და ამ პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ზრდის მიუხედავად, არასაკმარისია თემზე დაფუძნებული და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობა; პრობლემურია სერვისის უწყვეტობის საკითხიც და ადამიანური რესურსების ნაკლებობაც. მნიშვნელოვან გამოწვევად გამოიკვეთა სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების გამოვლენა და სათანადო მართვა; სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების უმეტესობაში არსებული არასათანადო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები; სომატური ჯანმრთელობის სერვისების მისაწვდომობის პრობლემები. უარყოფითად შეაფასა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის არარსებობა.

„ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ თემზე დაფუძნებულ სერვისებზე გადასვლას. სამწუხაროდ, საქართველოში ე.წ. სტაციონალური ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები გვაქვს, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. რთულია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო გასულ წელს. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ და სახელმწიფო უწყებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის, მათ შორის სუიციდის პრევენციის მიმართულებით ღონისძიებების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 1992 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მხარდამჭერი ღონისძიებების მობილიზება. წელს ამ დღის ფოკუსი სუიციდის პრევენციაა.

[sknews.ge]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა
ომბუდსმენის ანგარიში ფსიქიკური ჯანდაცვის ცენტრებზე
ექიმი გვირჩევს: ფსიქიკური ჯანმრთელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები [ვიდეო]
ომბუდსმენის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების მინისტრს
ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს დააფინანსებენ
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა
ომბუდსმენი ხელისუფლებას ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვისკენ მოუწოდებს