FM97.5 / LIVE

რაბათის დასახლებაში მდებარე სინაგოგას რეაბილიტაცია ესაჭიროება [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.10.2019
ახალციხეში, რაბათის დასახლებაში ორი სინაგოგაა, აქედან ერთი მიტოვებულია, რომელშიც წყალი ჩადის, იატაკი აყრილია, ფანჯრის მინები კი დამტვრეული.

რაბათის დასახლებაში მდებარე სინაგოგას რეაბილიტაცია ესაჭიროება [ფოტო]

სინაგოგა სოფელი აწყურიდან გადმოსულმა ებრაელებმა 1902 წელს ააშენეს. ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1953 წელს სინაგოგა ებრაელ თემს ჩამოართვეს. მას შემდეგ კი აქ ბიბლიოთეკა, კინო, საბილიარდო და ბოლოს კრივის დარბაზი იყო განთავსებული.

შენობის ექსტერიერი შენარჩუნებულია, მაგრამ ჩრდილოეთი კედლის ნახევარი მიწამ დაფარა, კედლის ნაწილი კი ნესტმა დაშალა. ამავე მხარეს ორი ფანჯარა აგურითაა ამოშენებული. შენობის სახურავზე მცენარეები და ბუჩქებია ამოსული, სახურავის ნაწილი კი დაზიანებულია. შენობაში კუთხეებიდან წყალი ჩადის.

სინაგოგაში განთავსებულ ბიბლიოთეკასა და კრივის დარბაზს, სინაგოგოის წინ მცხოვრები მანია შანთაძე 35-40 წლის განმავლობაში ალაგებდა. როგორც თავად იხსენებს შენობის რეაბილიტაციაზე რამდენჯერმე იყო საუბარი, მაგრამ ამ დრომდე სამუშაოები არ დაწყებულა.

„დედაჩემი ალაგებდა სინაგოგას წლების განმავლობაში, მას მერე ვუვლიდი, ახლაც ყურადღებას ვაქცევ ბავშვებმა კედლებზე რომ არაფერი დახატონ და არაფერი დააზიანონ. ინგრევა და მეცოდება. ძალიან კარგი შენობაა, ბევრი ტურისტი მოდის, მიხედვა უნდა ამ ადგილს “, – გვეუბნება მანია შანთაძე.

სინაგოგის დასავლეთის მხარეს მცირე ზომის შენობა მოგვიანებით მიაშენეს. შენობა ბოქსის წრის გახსნის შემდეგ აშენდა, სადაც გასახდელი იყო მოწყობილი.

ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი ფიქრობს, რომ სინაგოგას რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს, შემდეგ კი შიგნით მუზეუმი განთავსდეს: „როცა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვმუშობდი მუდმივად ვჩხუბობდი და ვაქვეყნებდი მასალებს, რომ სალოცავში არ უნდა ყოფილიყო კრივის დარბაზი. მე გეგმაც მქონდა შედგენილი როგორი ტიპის უნდა ყოფილიყო მუზეუმი“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, როდის შეიძლება დაიწყოს სინაგოგის რეაბილიტაცია: „აუცილებლად დავფარავთ ყველა ძეგლს. სააგენტოში ფინანსური პრობლემა იმდენად არაა, რამდენადაც ადამიანური რესურსების ნაკლებობას განვიცდით“.

რაბათის დასახლებაში მდებარე სინაგოგას რეაბილიტაცია ესაჭიროება [ფოტო]

რაბათის დასახლებაში მდებარე სინაგოგას რეაბილიტაცია ესაჭიროება [ფოტო]

რაბათის დასახლებაში მდებარე სინაგოგას რეაბილიტაცია ესაჭიროება [ფოტო]

რაბათის დასახლებაში მდებარე სინაგოგას რეაბილიტაცია ესაჭიროება [ფოტო]

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სამსულიან ოჯახს გამოსახლების ეშინია
ახალციხეში სინაგოგას 150 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავენ
სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს
ახალციხელი ებრაელები  [Photo/Video]
ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]
ბორჯომში ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში მუზეუმი განთავსდება
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი  [Video]