FM97.5 / LIVE

ადიგენში ავარიისას დაშავებული ერთი პირი საავადმყოფოდან გაწერეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.10.2019
ადიგენში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთი საავადმყოფოდან გაეწერა. სამი კი თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს მკურნალობას.

ადიგენში ავარიისას დაშავებული ერთი პირი საავადმყოფოდან გაწერეს

როგორც ადიგენის საავადმყოფოს ხელმძღვანელი ლალი ბალახაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, 30 წლამდე კაცს სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნებოდა და მკურნალობის შემდეგ გუშინ, ცხრა ოქტომბერს ღამით საავადმყოფოდან გაეწერა.

ავარიისას დაშავებული სამი პირი, რომლებსაც თავის ქალაზე პოლიტრამვები ჰქონდათ, თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებენ მკურნალობას, ოთხივე მათგანი ადიგენის სოფელ ლელოვნიდან არიან.

როგორც საავდმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხის გარდა, პირველადი სამედიცინო დახმარება დასჭირდა ერთ–ერთი ავტომობილის მძღოლსაც: „საავადმყოფოში არც შემოსულა, მცირე დაზიანებები ჰქონდა და ადგილზე გაეწია დახმარება“.

დაბის ცენტრში, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ცხრა ოქტომბერს მოხდა, ერთმანეთს გზაჯვარედინზე საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. მომხდარზე შსს–მ ძიება სსკ–ს 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ავარიისას დაშავებულებიდან სამი თბილისში გადაიყვანეს
ადიგენში ავარიის შედეგად  ოთხი ადამიანი დაშავდა
აწყურთან ავარიისას დაშავებული  ორი  პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა
აბასთუმანში მშენებლობაზე დაშავებული მუშა საავადმყოფოდან გაწერეს
ავარიისას დაშავებული ცხრა წლის ბიჭი საავადმყოფოდან გამოწერეს
ასპინძაში ავარიისას დაშავებული კაცი თბილისში გადაიყვანეს
ახალციხეში  ავარიისას  დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა