FM97.5 / LIVE

შენობაში თამბაქოს მოწევისთვის ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზიის მეპატრონე დაჯარიმდა

მთავარისიახლე, სამართალი 09.10.2019
თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებმა, ახალციხეში ერთ–ერთ ტოტალიზატორსა და სათამაშოების მაღაზიაში თამბაქოს მოხმარების ფაქტები დააფიქსირეს. ორივე შემთხვევაში კანონდამრღვევი 500 ლარით დაჯარიმდა.

შენობაში თამბაქოს მოწევისთვის ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზიის მეპატრონე დაჯარიმდა

ტოტალიზატორში თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებმა თამბაქოს კვამლის სუნი დააფიქსირეს, ამავდროულად ჭიქაში თამბაქოს ნამწვიც აღმოაჩინეს. გარდა ამისა ნიშანი „მოწევა აკრძალულია“ თვალსაჩინო ადგილზე არ იყო განთავსებული.

500 ლარით დააჯარიმეს სათამაშოების მაღაზიის წარმომადგენელიც, ის თამბაქოს მაღაზიაში ეწეოდა.

„მონიტორინგის ფარგლებში ახალციხეში შევამოწმეთ რამდენიმე ობიქტი. ერთი გახლდათ ტოტალიზატორი, სადაც მწეველობის ფაქტი იყო დაფიქსირებული და მეორე ობიექტი სათამაშოების მაღაზია, რომლის წარმომადგნელიც მაღაზიაში ეწეოდა. ამ ფაქტებზე პოლიციამ მოახდინა რეაგირება“, – გვითხრა გირგი ბახტურიძემ, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები დღეს სასტუმრო „ტიფლისში“ სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ალიანსის წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მოისმინეს თუ რა პრობლემების წანაშე იყვნენ, ვიდრე კანონი ამოქმედდებოდა და როგორ შეიცვალა ვითარება ამ კუთხით.

შეგახსენებთ, ორმ პარლამენტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, რომლის თანახმადაც დახურულ შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა 2018 წლის მაისიდან აიკრძალება. ასევე აიკრძალება თამბაქოს ყველა სახის რეკლამა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას.

წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას კი 1000 ლარით.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა 2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება
დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა მოწევა აიკრძალოს
თამბაქოს კანონის მესამე დღე – დაიწერა თუ არა ჯარიმა სამცხე–ჯავახეთში
თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები დაწესდება
დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა აიკრძალა
ომბუდსმენი: საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში მოწევა უნდა აიკრძალოს
21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება/რეალიზაცია იკრძალება