FM97.5 / LIVE

‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 09.10.2019
იყო დრო, როცა ახალი ამბების გამავრცელებელი ძირითადი წყარო ფოსტა იყო. ადამიანები ერთმანეთს მოსაკითხ წერილებს უგზავნიდნენ, „სასწრაფო ამბავზე“ დეპეშებს გზავნიდნენ, დღესასწაულებზე კი, ლამაზ მისალოც ბარათებს. ასეთი გზავნილები ადრესატამდე ფოსტალიონებს მიჰქონდათ. ეს იყო პროფესია, რომელსაც საყუნეთში მცხოვრებმა გულიკო ჩინჩალაძემ 26 წელი მიუძღვნა.

‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

სადღაც, სახლში ძველი წერილები და დეპეშები ისევ აქვს, მაგრამ მათი მოძებნა უჭირს. ახსოვს, რომ ძველი ფოტოსურათიც ჰქონდა, სადაც გაზეთებით ხელში დგას. ეს ყველაფერი უკვე წარსულია, დრო რომელსაც დაახლოებით 26 წელი შეალია და პროფესია, რომელიც ჯერ დედამ გადასცა მემკვიდრეობით, შემდეგ კი მეუღლემ.

„ჩემს ოჯახში თითქმის ყველა ფოსტალიონი იყო, მეც ამ პროფესიას ვემსახურებოდი“, - ამბობს გულიკო ჩინჩალაძე. ახლა ის 83 წლისაა. ფოსტალიონობა 47 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ამ საქმეში გამოცდილება უფრო ადრე ჰქონდა.

„1944 წელს, როცა ბორჯომის სოფლიდან საყუნეთში დედაჩემთან და ორ დასთან ერთად გადმოგვასახლეს, მამა დაღუპული გვყავდა. აქ ცხოვრება ჭირდა. ძველ სახლებში შეგვასახლეს და დედაჩემმა ფოსტალიონობა დაიწყო. სამ წელში დედა გარდაიცვალა და ეს საქმე ჩემმა დამ და მე ავიღეთ თავზე. მაშინ შვიდი წლის ვიყავი. ჩემი და დილით აწყურში მიდიოდა, იქიდან მოჰქონდა ფოსტის ჩანთა. მე აქ აგარაში ვხვდებოდი. დავალაგებდით ამ გაზეთებს, დავაწერდით ვისი იყო და ჩამოვურიგებდით სოფელში ხალხს“, - იხსენებს გულიკო.

ამბობს, რომ „ადრე გათხოვდა“, 16 წლის ასაკში. ფოსტალიონობის ტრადიცია კი მის ოჯახში ისევ გაგრძელდა. ახლა წერილებსა და გაზეთებს საყუნეთში მისი ქმარი არიგებდა. თავად პედაგოგობა მოინდომა და სასწავლებელში ჩაბარებაც სცადა, თუმცა არ გამოვიდა „ერთი ქულა დაგაკლდაო მითხრეს, არადა ვინმე „პატრონი“ მჭირდებოდა და ჩავაბარებდი“.



47 წლის ასაკში ქმარი გარდაეცვალა. ფოსტალიონობა კი თავად დაიწყო. ყოველ დღე მიდიოდა ავტობუსით აწყურში, საყუნეთიდან ექვს კილომეტრში, იქ „ფოსტით ავსებდა ჩანთას“ და ბრუნდებოდა უკან. ამბობს, რომ ჩანთის ტარება არ უჭირდა, მეზობელ სოფლებშიც ფოსტალიონები ქალები იყვნენ და აწყურამდე ერთად დადიოდნენ.

ყოველდღიურად არიგებდა გაზეთებს, ხშირად წერილებსა და დეპეშებს, დღესასწაულებზე კი მისალოც, ღია ბარათებს.

ამბობს, რომ ყველაზე მეტად სოფელში მისი გამოჩენა იმ დედებს უხაროდათ, ვისი შვილებიც ჯარში იყვნენ წასულები: „სამ წლით მიდიოდნენ ჯარში, სხვა ქვეყანაში. დედებს სულ აინტერესებდათ შვილების ამბავი. სულ ელოდებოდნენ წერილებს. მაშინ არც ტელეფონი იყო და არც არაფერი, ასე იგებდნენ ამბებს“.

ფოსტალიონობას გულიკო მეურნეობაში მუშაოაბსაც უთავსებდა და მცირეწლოვანი ბავშვების გაზრდასაც: „სახლში პატარა ბავშვები მყავდა დატოვებული, ამიტომ წერილს რომ მივიტანდი, მაშინვე უკან ვბრუნდებოდი, დასალაპარაკებლად რომ დავმდგარიყავი მაგისი დროც არ მქონდა. კარგი ამბის მიტანა ყველას უხაროდა“.

უნდოდა თუ არა ადრესატამდე მიჰქონდა სამწუხარო ამბებიც: „მაშინ ვინმეს გარდაცვალებას დეპეშებით აგებინებდნენ ხალხს. მერე მიცვალებული ერთ კვირაზე მეტ ხანს ჰყავდათ სახლში, რომ ყველას გაეგო და ხალხს მისამძიმრების საშუალება ჰქონოდა“.

მიუხედავად შრომატევადი საქმისა, განვლილ ფოსტალიონობის წლებს არ ნანობს. ამბობს, რომ კარგი პროფესიაა, რადგან ხალხთან მუდმივი კომუნიკაცია გიწევს.

ერთხელ მის შესახებ გაზეთ „წითელ დროშაშიც“ დაწერეს, „უბრალო პროფესიის ადამიანების“ რუბრიკაში. პატარა მასალა ასე იწყება “მეცამეტე წელია საყუნეთის მოსახლეობას კეთილსინდისიერად ემსახურება სოფლის ფოსტალიონი გულიკო ჩინჩალაძე. ყოველ საღამოს ჩქარი ნაბიჯით მიუყვება გზას“....



„კეთილსინდისიერად“ იმუშავა 2000-იან წლებამდე. მერე ბევრი რამე განვითარდა ქვეყანაში და სოფლის ფოსტალიონებიც მუნიციპალურმა ფოსტამ ჩაანაცვლა. გულიკომ კი სახლში გადაინაცვლა. ახლა შვილიშვილებზე ზრუნავს და შვილთაშვილზე ჰყვება.

ცხრა ოქტომბერი თუ მსოფლიო ფოსტის დღე იყო, სხვების მსგავსად არც მან იცის. ამ დღეს კი საფუძველი 1874 წელს შვეიცარიაში, მსოფლიოს საფოსტო კავშირის UPU-ს სხდომაზე ჩაეყარა.

‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სოფელმაც გარიყა
‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]
ფოტოპროექტი: ადამიანები ახალციხიდან  [Photo]
აწყურში სამშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს
ცხოვრება ნახევრადდანგრეულ მიწურში
'ზამთრის' ცოლები
მნათე, ვეტერინარი, მეწყაროვე და მოყვარული არქეოლოგი