FM97.5 / LIVE

34 წლის ახალციხელ ახალგაზრდას დახმარება სჭირდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.10.2019
ავტოავარიის შედეგად, ეტლს მიჯაჭვულ დავით გაბოძეს მკურნალობისთვის ფინანსური დახმარება სჭირდება. მას სეფსისი განუვითარდა და მკერდს ქვემოთ შეგრძნება დაკარგა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

34 წლის ახალციხელ ახალგაზრდას დახმარება სჭირდება

დავით გაბოძე, იგივე „ჭია“, როგორც მას მეგობრები იცნობენ, 34 წლისაა და უკვე რვა წელია ეტლსაა მიჯაჭვული. ბოლო დროს მისი მდგომარეობა დამძიმდა, რამდენიმე დღეა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლობლების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა: „აქვს ნაწოლები ორივე გვერდზე, საშარდე ბუშტში ჩადგმული მილები დაჩირქდა, განვითარდა სეფსისი. აქვს ციება, ოფლიანობა, მაღალი სიცხე. ამ ყველაფერმა ძალიან დაასუსტა“.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ოჯახი მის მკურნალობას დამოუკიდებლად ცდილობდა. დავითს საზღვარგარეთ წაყვანა სჭირდება, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული.

დავით გაბოძე წლების განმავლობაში ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხში“ ოპერატორად მუშაობდა. ავტოავარიის შემდეგ კი იგი ამავე ტელევიზიაში მემონტაჟე იყო. მუშაობას თავი რამდენიმე თვის წინ დაანება.

ავტოავარია, რომელშიც დავით გაბოძე მოჰყვა, 2011 წლის იანვარში, ახალციხე-აბასთუმნის საავტომობილო გზაზე, ფარეხასთან მოხდა.

მანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანიდან სერიოზული დაზიანებები მხოლოდ დავით გაბოძემ მიიღო. მრავლობით დაჟეჟილობებსა და მოტეხილობებთან ერთად, მას რამდენიმე ადგილას გაუტყდა თავის ქალა და დაუზიანდა ხერხემალი. პირველი ოთხი ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა მათ შორის ხერხემალზე და თავის ქალაზეც.

მისი მკურნალობისთვის 2011 წელს საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, საიდანაც შემოსული თანხით გაბოძე უკრაინაში გაემგზავრა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მან მკურნალობაზე უარი თქვა.

ბოლო დროს მისი მდგომარეობა გაუარესდა. მას გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება.

გაბოძის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში საქართველოს ბანკში.

GE10BG0000000302243900 - მიმღები დავით გაბოძე

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘მხოლოდ 400 ლარი გვაქვს’ – დავით გაბოძის მკურნალობისთვის საკმარისი თანხა ვერ შეგროვდა
ახალციხელ დავით აბრამიშვილს დახმარება სჭირდება
ახალციხელ თენგო ჟამერაშვილს დახმარება სჭირდება
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად 6 208 ლარი შეგროვდა
ავარიის შედეგად  დაშავებული ორი ახალგაზრდის მდგომარეობა  მძიმეა
საქველმოქმედო აქცია მამუკა გვირჯიშვილის დასახმარებლად
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა