FM97.5 / LIVE

„ოცნების" აქტივისტები „თამაშგარე მდგომარეობაში“

მთავარიპოლიტიკა 07.10.2013
„ქართული ოცნების“ ახალქალაქელი აქტივისტები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთვის „იბრძოდნენ“, „თამაშგარე მდგომარეობაში“ აღმოჩნდნენ. რატომ გაიყვნენ ორად და რისი იმედი აქვთ „ოცნების“ უყურადღებოდ დარჩენილ აქტივისტებს.

„ოცნების" აქტივისტები „თამაშგარე მდგომარეობაში“
„ქართული ოცნების“ ერთი წლის წინანდელი ახალქალაქის შტაბი, ახლა მხოლოდ ის ადგილია, სადაც „ოცნების“ „თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი“ აქტივისტები იკრიბებიან. გასული წლის ამ პერიოდისგან განსხვავებით, ახლა ისინი არც ზეწოლას განიცდიან ვინმესგან და არც არავის ახსოვს.

2013 წლის თებერვლის დასაწყისში „ქართულმა ოცნებამ“ ნინოწმინდაში კონფერენცია ჩაატარა და წევრებს პარტიული ბილეთები დაურიგა, თუმცა ახალქალაქში ასე არ მომხდარა. რამდენიმე დღის შემდეგ ახალქალაქში „ოცნების“ ადგილობრივმა აქტივისტებმა აქცია გამართეს და მუნიციპალიტეტის სათავეში მყოფი „ნაციონალების“ წასვლა მოითხოვეს.

აპრილის დასაწყისში იმავე ადამიანებმა აქცია თბილისში, კანცელარიის შენობასთანაც გამართეს, რათა მთავრობამდე ხმა როგორმე მიეწვდინათ. აპრილის შუა რიცხვებში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ახალქალაქიდან გიორგი ჟვანია, მათ დაპირდა, რომ დღე-დღეზე ახალქალაქში პარტიის ოფისი გაიხსნებოდა. დაახლოებით იგივე დაადასტურა რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმაც ჯავახეთში სტუმრობისას, თუმცა დაპირებები დაპირებებად დარჩა.

3 სექტემბერს ახალქალაქში კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალი შტაბი გაიხსნა. შტაბის ხელმძღვანელად ქალაქის ყოფილი მერი არტიუშ ამბარცუმიანი დაინიშნა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე არსად ჩანდა.

ყოფილ შტაბსა და თანამშრომლებს შტაბის ხელახლა გახსნის უფლება არ მისცეს. ამიტომ, აქტივისტთა უმრავლესობამ „ოცნების“ ახალ შტაბთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

„ქართული ოცნების“ წევრი არმენ ფარმანიანი მიიჩნევს, რომ ახალი შტაბის თანამშრომლებს მუშაობისთვის იდეალური პირობები აქვთ შექმნილი, თუმცა ეჭვობს, რომ საქმის ეფექტურად წარმართვას შეძლებენ: „აჩვენონ, ამ არჩევნებზე, რა შეუძლიათ. ისინი არჩევნებს მშვიდობიან ვითარებაში ჩაატარებენ და არა მძიმე ბრძოლაში, როგორშიც ჩვენ მოგვიხდა, როცა სახელმწიფოს მთელი რესურსი ჩვენს წინააღმდეგ იყო მომართული. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ მარგველაშვილის დახმარებას“.

„ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი არტიუშ ამბარცუმიანი მიიჩნევს, რომ „ოცნების“ ახალი და ძველი აქტივისტები არ არსებობენ, სინამდვილეში ეს ერთი გუნდია და ახალ შტაბში სამუშაოდ ყველა მიიწვია.

„მე კოალიციის შტაბის ხელმძღვანელი ვარ და ყველანი ამ ოფისს უნდა დაემორჩილონ. თუ ადამიანს პირადი ამბიციები აქვს, ვინმეს რამე არ მოსწონს, ეს არ ნიშნავს, რომ არსებობენ ყოფილები და ახლანდელები. თუ ვინმე განაწყენდა, ეს მისი საქმეა. მათ ყველაფერი იციან და უმრავლესობა უკვე აქაა. 1-2 ადამიანი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, მაგრამ მგონია, რომ დროთა განმავლობაში ისინიც მოვლენ. ჩემი აზრით, მიზეზი პირადულია, რატომ შენ და არა მე“, - ამბობს ამბარცუმიანი.

არმენ ფარმანიანის თქმით, ახალ შტაბთან მუშაობის სურვილი „ქართული ოცნების“ მხოლოდ ხუთმა წევრმა გამოთქვა. „ოცნების“ წევრები და აქტივისტები ნაწყენი არ არიან.

„ჩვენ არ გვწყინს, რომ შტაბი მათ მისცეს. ჩვენ პირველივე დღიდან იდეისთვის ვიბრძოდით და იდეის გარშემო ერთიანები დავრჩით, - ამბობს იგი თუმცა იქვე ამატებს, - თბილისში მივდივართ, 500 ადამიანი მიგვყავს, მაგრამ უარს გვეუბნებიან, ამბარცუმიანი კი თავისი რამდენიმე კაცით მიდის და მას მაშინვე შტაბს აძლევენ“.

ფარმანიანი შტაბში არ დადის და მათ არც ეკონტაქტება, თუმცა მიიჩნევს, რომ მაინც მათთან თანამშრომლობს, რადგან ხმას ამ პარტიის კანდიდატს აძლევს და აგიტაციასაც მის სასარგებლოდ აპირებს.
„მე ჩემს აქტივისტებს და ნათესავებს ვეტყვი, რომ ხმა მარგველაშვილს მისცენ. ეს შტაბში სიარულის გარეშეც შემიძლია. მათ ჩემთვის შტაბში რაიმე სამუშაო არ შემოუთავაზებიათ. შტაბი სააგიტაციო სამუშაოებს უნდა ატარებდეს, აქ კი მსგავსი არაფერი ხდება, არ მესმის, იქ რისთვის უნდა ვიარო“, - ამბობს იგი.

ფარმანიანი დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნის საკითხი ერთმნიშვნელოვნად მოგვარდება, ოფისი თავის წევრებს შეკრებს და კონფერენციას მათი დახმარებით ჩაატარებს.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გიორგი ჟვანიას დაპირებები ”ოცნების” ახალქალაქელ აქტივისტებს
ახალქალაქში  “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა
ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან
'ოცნების' ახალციხის შტაბი: 90-იანი წლების შემდეგ ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა
„ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქში დაგეგმილი აქცია გადადო
ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს
‘ქართული ოცნების’ ახალქალაქელი აქტივისტები აქციისთვის ემზადებიან