FM97.5 / LIVE

მანქანის გამონაბოლქვზე კონტროლი გამკაცრდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ტრანსპორტიდან მავნე გამონაბოლქვი მკაცრად გაკონტროლდება. ამ კუთხით მანქანის წესრიგში მოყვანა ყველა მძღოლისთვის სავალდებულო გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში მანქანების უმეტესობა, სწორედ გამონაბოლქვის გამო ვერ გადის ტექდათვალიერებას, მძღოლები ინიციატივას დადებითად აფასებენ.

მანქანის გამონაბოლქვზე კონტროლი გამკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიზეზი და კანონის გამკაცრება, ქუჩებში მავნე გამონაბოლქვიანი ავტომანქანების მოძრაობის გახშირებამ განაპირობა.

გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნელი კორკოტაძის თქმით, ინიციატივაზე მუშაობა ზედამხედველობის დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ კანონში ცვლილებების შემდეგ, ტრანსპორტს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის წარმომადგენლები და საპატრულო ეკიპაჟები სპეციალური ხელსაწყოთი ეჭვის საფუძველზე შეამოწმებენ.

„ჩვენი და შსს–ს თანამშრომლები იმ შემთხვევაში შეამოწმებენ ტრანსპორტს როდესაც გამონაბოლქვი მუქი ფერის ექნება და გაზომავენ მის შემცველობას, ამის მიხედვით იქნება სანქციები“, – ამბობს ნელი კორკოტაძე.

მძღოლებს, რა სახის რეგულაცია ექნებათ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ჯერ კანონპროექტი მუშავდება და ამაზე ჯერ ჩამოყალიბებულნი არ არიან.

ინიციატივას, გამონაბოლქვის კონტროლთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ ახალციხელი მძღოლები.

„ძალიან კარგი ინიციატივაა, ქალაქში ბევრი მანქანა დადის და გარემოს აბინძურებს, ზოგჯერ ისეთი სუნია ქუჩაში ვერ გახვალ. თან არის მანქანების კატეგორია, რომლებიც არც უნდა დაუშვან, რომ ქალაქში იარონ, მაგრამ ამას არავინ აკონტროლებს“, – გვეუბნება მძღოლი ოგანეს არუთინოვი.

ადგილობრივების თქმით, გამონაბოლქვთან ერთად პირველ რიგში ის საწვავი უნდა გაკონტროლდეს რასაც ტრანსპორტში ასხამენ: „კაცმა არ იცის საიდან შემოდის საწვავი და რას ვიყენებთ, სწორედ მაგედან აქვს მავნე ნივთიერებებით სავსე გამონაბოლქვი და გარემოც ბინძურდება“.

„ათას დაავადებას აჩენს, ისეც არ გვაკლია ახლა გამონაბოლქვმა დაგვაავადმყოფოს. რასაც ვხედავ ძირითადად ძველი ტრანსპორტი დადის და გამონაბოლქვით აბინძურებს, ესე არ შეიძლება ან უნდა აკრძალონ ძველი ტრანსპორტით სიარული ან რაღაცა რეგულაციები უნდა იყოს, უფრო სუფთა ქალაქი რომ გვქონდეს“, – გვეუბნება ტაქსის მძღოლი, რომელიც წლებია ახალციხის ქუჩებში მოძრაობს.

ახალციხეში ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის დირექტორი ნუგზარ აღდგომელაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ყოველდღიურად ავტომობილებში გამონაბოლქვის გამო არაერთი ავტომობილი ვერ გადის ტექდათვალიერებას.

„დღეს მაგალითად ხუთამდე მანქანა გავუშვი, იმიტომ რომ გამონაბოლქვში ზომაზე მეტი მავნე ნივთიერებები იყო და ყოველდღე ესეთი სიტუაციაა. მე კონკრეტულ მიზეზებს ვერ გეტყვით, რატომ არის ავტომობილის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი ძველი მანქანებია“, – გვიხსნის ნუგზარ აღდგომელაძე.

როდის შევა ახალი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, კონკრეტული დრო ჯერ უცნობია, თუმცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გვიხსნიან, რომ ინიციატივას კანონპროექტის სახით, პარლამენტში მალე შეიტანენ, რათა საშემოდგომო სესიებზე მოხდეს მისი განხილვა.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ნელი კორკოტაძის თქმით, ახალი რეგულაციები ჯერ დედაქალაქში განხორციელდება და შემდეგ უკვე ქვეყნის სხვა რეგიონებს მოიცავს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გარემოს დაცვის სამინისტრო აწყურში მომხდარ ინციდენტზე
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ კონტროლს ამკაცრებს
ახალციხის ბაზარში სასაკლაო გარემოს ფეკალური მასებით აბინძურებს
ახალციხეში ტექდათვალიერებისას მანქანებს ჰაერის მთავარ დამაბინძურებელზე  არ ამოწმებენ
წელს, ტექდათვალიერებისას ჰაერის მთავარი დამაბინძურებლების შემოწმება არ იგეგმება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტორიები დაასუფთავეს