FM97.5 / LIVE

პარლამენტარის ძმამ და ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა იჩხუბეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 07.10.2019
jnews.ge–ის ინფორმაციით, ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის, მარტუნ მკოიანსა და ახალქალაქის მერის წარმომადგენელს, გეორქ პეტროსიანს შორის ჩხუბი ოთხ ოქტომბერს მოხდა. ფაქტზე მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

პარლამენტარის ძმამ და ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა იჩხუბეს

გამოცემა წერს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმასა და მერის წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მომხდარის შემდეგ მკოიანი და კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„პეტროსიანი ვარჯიშობდა, ამ დროს მანქანით გამოჩნდნენ მარტუნ მკოიანი და ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის ნათესავი სააკ ირიციანი. როცა დაინახეს გევორქი, სიჩქარეს ძალით მოუმატეს და გვერდზე ჩაუარეს. ამის გამო პეტროსიანმა ხმამაღლა ყვირილი დაუწყო. მკოიანი გადმოვიდა მანქანიდან და უთხრა ვერ მიცანიო? შემდეგ დაიწყო ჩხუბი. მოგვიანებით ენზელ მკოიანის ხალხი, დაახლოებით 30 კაცი შეიკრიბა და უნდოდათ პეტროსიანზე და მის მეგობრებზე თავდასხმა, მაგრამ პოლიციამ გაანეიტრალა საქმე“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი.

მარტუნ მკოიანმა და ენზელ მკოიანმა „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. რაც შეეხება პეტროსიანს, რედაქციამ დაკავშირება ვერც მასთან შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გეორგ პეტროსიანი ყოფილი დეპუტატის, სამველ პეტროსიანის შვილია. სამველ პეტროსიანი 2012–2016 წლებში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი პარლამენტში.

შეგახსენებთ, რომ ენზელ მკოიანის ძმაზე, მარტუნ მკოიანზე საქმე ძალადობის მუხლითაა აღძრული. 2018 წლის 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან ბრალდებულები ამავე პარტიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შემთხვევის შედეგად ოთხი პირი დაშავდა. დაპირისპირება კი წინა ღამით, ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მარტუნ მკოიანის ბენზინ გასამართ სადგურებზე საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ პლაკატების ჩამოხევასთან ერთად, ენმ–ეს წევრებმა ბენზინგასამართ სადგურის თანამშრომლებს შეურაცხყოფაც მიაყენეს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ენმ–ს წევრების ცემაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა დაიწყო
ახალქალაქში ენმ–ს წევრების საქმეზე ვიდეო–მტკიცებულებები გამოიკვლიეს
ახალქალაქის სასამართლოში ენმ–ს წევრების საქმის განხილვა იწყება
ახალქალაქში ენმ–ს წევრების ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო
პროკურატურამ პასუხისგებაში ენზელ მკოიანის ძმა და შვილი მისცა