FM97.5 / LIVE

მმართველი პარტიების დამფინანსებელი კომპანიები ტენდერებს იგებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.10.2019
სამცხე-ჯავახეთში, ტენდერებს ძალიან ხშირად ის კომპანიები იგებენ, რომლებიც მმართველი პარტიის შემწირველთა სიაში არიან. „არალი“, „მშენებელი 2012“, „საგზაო სამმართველო N1" და „საგზაო სამმართველო N2" რომელთა მფლობელებმაც მმართველი პარტიებს 2012-2016 წლებში 383 000 ლარი შესწირეს.

მმართველი პარტიების დამფინანსებელი კომპანიები ტენდერებს იგებენ

„მშენებელი 2012“ არის კომპანია, რომელიც არაერთ მსხვილ ტენდერს იგებს სამცხე-ჯავახეთში. მისი 100%–იანი წილის მფლობელმა, ვახტანგ კაპანაძემ 2016 წლის 13 ოქტომბერს 60 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. მანამდე კი, 2012 წლის არჩევნებამდე სამი თვით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველებშიც მოხვდა 3 000 ლარით.

ვახტანგ კაპანაძემ კომპანია „მშენებელი 2012“ 2012 წელს დაარეგისტრირა. თავად კი დღემდე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. შპს „მშენებელი 2012“- მა, 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, 1 258 150 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. 2016 წლის 13 ოქტომბერს ვახტანგ კაპანაძემ 60 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. 2017 წლიდან კი, მისი კომპანია ჯამში 7 მლნ ლარზე მეტი(7 312 893) ღირებულების ტენდერის გამარჯვებული გახდა. ტენდერის შემსყიდველი, უმეტეს შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტი იყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გარდა, „მშენებელი2012“-ს მონაწილეობა მხოლოდ ორი შემსყიდველის, ახალციხის მუნიციოპალიტეტიის მერიისა და საავტომობილო გზების დეპატრამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში აქვს მიღებული. შვიდი წლის განმავლობაში კომპანიას 62 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან სამი უარყოფითი შედეგით დასრულდა(2015, 2017 და 2018 წლებში), 30–ში გამარჯვება მოიპოვა. დანარჩენში კი ვერ გაიმარჯვა. 18 შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია.

„მშენებელი 2012“-ს, შვიდი წლის განმავლობაში, 8 667 676 ლარის ღირებულების ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული. აქედან, როგორც ითქვა, 7 312 893 ლარის ტენდერი 2016 წლის შეწირულობის შემდეგ მოიგო.

გარდა ტენდერებისა, „მშენებელი 2012“-მა გამარტივებული შესყიდვებით 151 857 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

იდევ ერთი კომპანია, რომელიც მმართველი პარტიის შემწირველი და მსხვილი ტენდერების გამარჯვებულია, ბიზნესმენ ოთარ თათეშვილს ეკუთვნის. შპს „არალი“ 2010 წელს დარეგისტრირდა და მას შემდეგ აქტიურად იღებს ტენდერებში მონაწილეობას.

2012 წელს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა, ოთარ თათეშვილმა იმდროინდელ მმართველ პარტიას – ენმ-ს 60 000 ლარი შესწირა. „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, „არალი“ ისევ აქტიურად იღებდა ტენდერებში მონაწილეობას. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ოთარ თათეშვილის კომპანია „ქართული ოცნების“ დამფინანსებელთა სიაში მოხვდა, 40 000-ლარიანი შეწირულობით.

კომპანიამ 2011 წლიდან 2018 წლის ბოლომდე 116 ტენდერი მოიგო, ჯამში 52 404 562 ლარის ღირებულების. გარდა ამისა, პირდაპირი შესყიდვების გზით, კომპანიამ 222 444 ლარის კონტრაქტს მოაწერა ხელი.

2019 წელს კომპანიას 15 ტენდერი აქვს მოგებული და 33 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მიმდინარე ხელშეკრებულება აქვს გაფორმებული.

კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებში, არის „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს კომპანიას სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში არც ერთ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა. გორის მუნიციპალიტეტში 8 569 447 ლარის მიმდინარე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ჯამში კი 200 ტენდერიდან გამარჯვება 100-ში აქვს მოპოვებული. 100 ტენდერიდან ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 86 მლნ ლარზე მეტია.

კომპანია, თავის წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების შემწირველთა სიაშიც ხვდება. კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი და 50%–იანი წილის მფლობელი, შოთა აბულაძე 2012 წელს ენმ-ს შემწირველი იყო 60 000 ლარით. კომპანიის მეორე მეწილე, 25%-იანი წილის მფლობელი ნუკრი აბალაკი, 2016 წელს „ქართული ოცნების“ შემწირველი ხდება და პარტიას 60 000 ლარს სწირავს. ამავე წელს, დარჩენილი 25%-ის მფლობელი ნუგზარ აბალაკი, ასევე 60 000 ლარს სწირავ იმავე „ოცნებას“. თავად კომპანია კი ენმ-ს 2011 წლის შემწირველია 100 000–ლარიანი შეწირულობით.

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის ტენდერებში შეხვდებით, „საგზაო სამშნებლო სამმართველო N2–ია“, რომლის წილის 70%-ს ნუკრი აბალაკი, ნუგზარ აბალაკი და შოთა აბულაძე ფლობენ. აღნიშნული კომპანია 2019 წელს 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მიმდინარე ხელშეკრულებას ასრულებს, ჯამში კი, 2017-2019 წლებში 3 მლნ ლარზე მეტი ღირებულების შესრულებული ხელშეკრულება აქვს.
საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 ისა და N2-ის მფლობელებს ორივე მმართველი პარტიისთვის 220 000 ლარი აქვთ შეწირული.

[რობი ზარიძე, სამცხე–ჯავახეთი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბიზნესმენების და პოლიტიკოსების პოლიტიკური ფერისცვალება
ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია  ტენდერებს იგებს
2020 წელს საგზაო პროექტებისთვის მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება
30-ზე მეტ სახელმწიფო უწყებას საწვავით ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანია ამარაგებს
2016 წელს ქალაქის შიდა გზებისთვის 178.490 ლარია გათვალისწინებული
რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორი
ახალციხის ბაღებში პურის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებში მერის რძალი იმარჯვებს