FM97.5 / LIVE

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

მთავარისიახლე, განათლება 07.10.2019
აპლიკანტების რეგისტრაცია (გარდა დუალური პროგრამებისა) წარმოებს ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმში, ვებ-გვერდზე: vet.emis.ge რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, ასევე, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

რეგისტრაცია შესაძლებელია ყველა სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთი ტესტის ტიპის ფარგლებში.

სიახლეა, რომ სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად განხორციელებულ პროგრამებზე მიღება იწარმოებს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, პროფესიული ტესტირების გარეშე! აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ დუალური მიდგომის ფარგლებში დანერგილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა, რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სურთ სწავლის გაგრძელება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.

რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და შეცვალონ სასურველი პროგრამების ჩამონათვალი მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე naec.ge

ისევე როგორც წინა წელს, 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის, პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირდა ქართული ენის მოდული.

საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ: აქ

[sknews.ge]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
415 განცხადება 175 ადგილზე – პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება 4 ნოემბერს ჩატარდება