FM97.5 / LIVE

ახალციხეში კრივის საქალაქთაშორისო ტურნირი გაიმართა [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.10.2019
ახალციხის სასპორტო სკოლაში კრივის საქალაქთაშორისო ტურნირის ფინალური ეტაპი მოეწყო. ჩემპიონატში სპორტსმენები საქართველოს შვიდი ქალაქიდან მონაწილეობენ. საბოლოოდ, 22 წონით კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

ახალციხეში კრივის საქალაქთაშორისო ტურნირი გაიმართა [ფოტო]

საქალაქთაშორისო ტურნირი, „ახალციხის 2019 წლის ღია პირველობაში“ მონაწილეობას 2006–2007 წლებში დაბადებული სპორტსმენები იღებენ. სულ 55 მონაწილეა საქართველოს შვიდი ქალაქიდან: ახალქალაქი, ბორჯომი, გორი, ჭიათურა, ერედვი, ახმეტა და მასპინძელი ახალციხე.

ჩემპიონატი ოთხ ოქტომბერს დაიწყო და დღეს, ექვს ოქტომბერს ფინალური შეჯიბრი იმართება. საბოლოოდ, გამარჯვებულები 22 წონითი კატეგორიაში დასახელდებიან.

„კარგად მიმდინარეობს ტურნირი, კარგი ორგანიზებაა. ვფიქრობთ, რომ ყველა კმაყოფილი დაბრუნდება. 12–13 წლის ასაკი, რომელშიც სპორტსმენები ეჯიბრებიან ერთამენს, ის ასაკია, რომელმაც მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე უნდა მიიღოს მონაწილეობა“, – ამბობს საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელი ავთანდილ შოშიაშვილი.

ტურნირს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, სპორტის განყოფილებამ და სასპორტო სკოლამ ერთობლივად გაუწიეს.

„ჩემპიონატში ძირითადად სასპორტო სკოლის ბავშვები მონაწილეობენ, ვინც დადის კრივის ვარჯიშებზე. გამარჯვებულებს სიმბოლურად სიგელებითა და მედლებით დავაჯილდოებთ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული პროგრამების უფროსი სპეციალისტი, გელა ძამუნაშვილი.

ახალციხეში კრივის საქალაქთაშორისო ტურნირი გაიმართა [ფოტო]

ახალციხეში კრივის საქალაქთაშორისო ტურნირი გაიმართა [ფოტო]

ახალციხეში კრივის საქალაქთაშორისო ტურნირი გაიმართა [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში კრივის ჩემპიონატი გაიმართა
მუნიციპალიტეტის პირველობაზე კალათბურთში  ტურნირი ჩატარდა
ახალციხეში ფრენბურთის ტურნირი დაიწყო
ახალციხეში, კარატეში პირველი რეგიონული ტურნირი ჩატარდა
ახალციხეში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა
ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს
ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა