FM97.5 / LIVE

გარემოსდამცველები აბასთუმანში საპროტესტო აქციებს გეგმავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.10.2019
"პარტიზანი მებაღეები" და გარემოსდამცველი აქტივისტები აბასთუმანში აქციების დაწყებას აანონსებენ. ისინი ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, 12 000 კვადრატული მეტრის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას აპროტესტებენ.

გარემოსდამცველები აბასთუმანში საპროტესტო აქციებს გეგმავენ

გარემოსდამცველების საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 30 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, აბასთუმანში ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 12 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი 45 წლიანი იჯარით დაირეგისტრირა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ეს კომპანია „აბასთუმანი 2019“–ია, რომელიც თბილისში იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბანკი „ქართუ“. ამ კომპანიის 100%–იანი წლის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.

ეროვნული პარკის ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემა გარემოსდამცველებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, დაუშვებელია კონკრეტული ბიზნესმენებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემა. ამიტომ მომავალი კვირიდან აბასთუმანში აქციები დაიწყება.

„უნდა გადავდოთ გვერდზე ფობიები და ვიფიქროთ იმაზე, რას ვუტოვებთ ჩვენს შვილებს. გაკეთებული აქვს მოსახლეობას საპროტესტო გამოსვლები და ამ გზით კარგი ცვლილებებიც მიუღწევია. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს“, – ამბობს გარემოსდამცველი ნატა ფერაძე.

12 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, აბასთუმანში ზუსტად ბიძინა ივანიშვილის სახლის უკან მდებარეობს.

„ამ ტერიტორიაზე იმის გაკეთებას ვაპირებთ, რაც წერია საინვესტიციო პირობებში“, – განმარტავს „ფორმულასთან“ გელა კობერიძე, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „აბასთუმანი 2019“ – ის მესაკუთრეა.

ტელეკომპანიის ინფომაციით, 12 000 კვადრატული მეტრი ბიძინა ივანიშვილის კომპანიას 8 200 ლარად გადაეცა, ანუ 1 კვ. მეტრი 1.50 ლარად. ამავე კომპანიამ აბასთუმანში მდინარე „ოცხეს“ ნაწილიც დაირეგისტრირა.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

სახელმწიფო აბასთუმანში აუქციონზე სამ მიწის ნაკვეთს ყიდის
აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა
აბასთუმანში ‘ცისარტყელას’ მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონად იყიდება
რისთვის ჭრიან კლდეს აბასთუმანში ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე
აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს
აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს  აშენებს
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სახლს იშენებს