FM97.5 / LIVE

ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 05.10.2019
“იყო მასწავლებელი, ეს ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა”, – ამბობს 25 წლის გიორგი ქუქჩიშვილი, რომელმაც ასპინძაში, ხიზაბავრის საჯარო სკოლაში, მასწავლებლად მუშაობა წელს დაიწყო. იგი ისტორიას ხუთ კლასს ასწავლის და სამომავლოდ არაერთი ჩანაფიქრის განხორციელებასაც გეგმავს.

ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობა გიორგი ქუქჩიშვილმა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სკოლის მიერ ისტორიის მასწავლებლის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და, მის ცხოვრებაში ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, წარმატებით გაიარა.

გიორგის ახლა სკოლაში 14 საათი აქვს და ისტორიას მე–5, მე–6, მე–7, მე–10 და მე–11 კლასებს ასწავლის.

ამბობს, რომ მასწავლებლის ამპლუაში პირველ გაკვეთილზე შესვლის წინ ნერვიულობდა, თუმცა კლასში შესვლისთანავე ყველა კომპლექსი მოიხსნა და ცხოვრების ახალ ეტაპზე პირველი ნაბიჯები წარმატებით გაიარა.

„მასწავლებლობა ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო საქმეა. ბავშვთან თავს არ უნდა გრძნობდე შებოჭილად და მორიდებულად. ასევე, ბავშვებიც მასწავლებელთან თავისუფლად უნდა იყვნენ. ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ ლაღები და მეგობრულები, რათა ბავშვი დაინტერესდეს საგნით და სწავლის მოტივი ჰქონდეს“, –გვეუბნება გიორგი ქუქჩიშვილი.

დიდ და საპასუხისმგებლო საქმეს რომ შესდგომოდა, ეს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში გადაწყვიტა, როდესაც დამამთავრებელ კლასში იყო და მომავალი პროფესია უნდა აერჩია.

2012 წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის სპეციალობით დაიწყო სწავლა, ბაკალავრის დასრულების შემდეგ იგივე სპეციალობით, იგივე უნივერსიტეტში მაგისტრატურაც დაამთავრა.

ისტორია იმიტომ აირჩია, რომ ჯერ კიდევ ბავშვობიდან იტაცებდა ჰუმანიტარული საგნები და არც ისტორიის თუ გეოგრაფიის სწავლაც არ გასჭირვებია. მასწავლებელი რომ გამხდარიყო, ამის სტიმული მამამ და დამაც მისცეს, რომლებიც, ასევე, პედაგოგები არიან.
„ვფიქრობ, რომ მიზანდასახული ვარ და მსურდა, ჩემი სოფლისა და ქვეყნის ისტორია უფრო კარგად მესწავლა და მომავალი თაობისათვის მიმეცა ჯანსაღი განათლება ისტორიის სფეროში“, – ამბობს გიორგი.

25 წლის პედაგოგის შეფასებით, იყოს მასწავლებელი, მისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევაა. გიორგი გეგმავს, რომ ბავშვებთან თავისი მეთოდებით იმუშაოს. ამისთვის კლასის გარეშე სხვა აქტივობებს დაგეგმავს და ისტორიულ ძეგლებზე გასვლით გაკვეთილებს მოაწყობს.
„ბავშვისთვისაც საინტერესო იქნება მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარება. ეს უნდა მოხდეს ძეგლზე დაკვირვებით, ასევე – სხვადასხვა მუზეუმებში, სადაც, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი შესაძლებლობა იქნება. ასე უფრო კარგად აღიქვამს ბავშვი ყევლაფერს და გააქტიურდება,“ – გვეუბნება გიორგი ქუქჩიშვილი.



სკოლაში სწავლებასთან ერთად, ახალგაზრდა პედაგოგს თავის სამომავლო გეგმებიც აქვს – პროფესიული უნარ–ჩვევების გასაღმავებლად, სურს, მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩააბაროს; ასევე – სწავლა გააგრძელოს დოქტურანტურაში.

ხუთ ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. პროფესიულ დღეს, გიორგი ქუქჩიშვილი, როგორც მასწავლებლი, პირველად ხვდება. ეს დღე მისთვის, ისევე როგორც სხვა მასწავლებლებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. ამ დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. მასწავლებელთა საერთაშორისო დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს. 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ზეიმობენ.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.05.2020 3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება - მდინარაძე

27.05.2020 29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

27.05.2020 8 ივნისიდან სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

27.05.2020 პირველი ივნისიდან მაღაზიები და რესტორნები იხსნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა
ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ვინაობა ცნობილია
ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა
პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ
'უნიჭო ბავშვი არ არსებობს' – მზევინარ მჟავანაძე წარმატებული მასწავლებელი ახალციხიდან
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა