FM97.5 / LIVE

ბორჯომში, კედლის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.10.2019
ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში, კედლის ჩამონგრევისას, დარაჯი და ერთ–ერთი თანამშრომლის შვილი დაშავდა. 70 წლამდე კაცს ფეხი მოსტყდა, 22 წლის გოგოს კი ხერხემალი დაუზიანდა. იგი თბილისშია გადაყვანილი.

ბორჯომში, კედლის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა
შემთხვევა ორ ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნუნუ ხოლუაშვილი კედლის ჩამონგრევის დეტალებს იხსენებს.

„კედლი, რომელიც ჩამოინგრა ადრე ფანჯარა იყო და ამოუშენებიათ. თანამშრომლებმა გადაწყვიტეს რომ ცეკვის ტანსაცმელი გაემზიურებინათ და კედელზე არსებულ კაუჭებზე თოკი გააბეს, შემდეგ თოკს დაეკიდნენ, იმის შესამოწმებლად გაუძლებდა თუ არა სიმძიმეს, სწორედ მაგიტომ გადმოინგრა“, – ამბობს ხოლუაშვილი.

კედლის ჩემონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ბორჯომის საავადმყოფოში შეიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის ირაკლი დიასამიძის თქმით, კაცს ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო გოგონა კი შემდგომი კვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს.

„კაცს ფეხი აქვს მოტეხილი და ჩავუტარეთ ოპერაცია, იგი კლინიკაში რჩება. რაც შეეხება გოგონას მას ხერხემლის დაზიანება ჰქონდა და თბილისში გადაიყვანეს, ნეირო ქირურგთან გადავამისამართეთ“, – ამბობს დიასამიძე.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 124 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ამბის მოკვლევას უფრო დაწვრილებით "სამხრეთის კარიბჭე" ცდილობს. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ნუნუ ხოლუაშვილის განმარტებით, მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში 200–მდე მოსწავლე სწავლობს. კედლის გადმონგრევის დროს მოსწავლეები შენობაში არ იმყოფებოდნენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში, კედლის  ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ კაცს მერიამ მკურნალობა დაუფინანსა
ბორჯომში კედლის ჩამონგრევისას დაშავებულ გოგოს ოპერაცია გაუკეთეს
ბორჯომში შენობას, სადაც კედლის ჩამონგრევისას 2 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ბორჯომში ავარიის შედეგად მგზავრი დაშავდა
ბორჯომში ავტოავარიის შედეგად  ერთი პირი დაშავდა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა
‘კრიტიკული მდგომარეობაა’-ასპინძაში დაშავებულ ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა