FM97.5 / LIVE

ახალგაზრდული ფორუმი - მიღწევები და გამოწვევები

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.10.2019
დღეს, ოთხ ოქტომბერს, ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, სადაც ექვსი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო სექტორთან და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდულ საქმიანობაში მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

ახალგაზრდული ფორუმი - მიღწევები და გამოწვევები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ფორუმის დასაწყისში, ახალგაზრდების ჩართულობის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესიკ ამირანაშვილმა, მზაობა გამოთქვა, პირადად მიიღოს მონაწილეობა ყველა დაგეგმილ აქტივობაში. მან, ასევე, მიმართა მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნებს: „მინდა მოვუწოდო მუნიციპალიტეტების მერებს, მოადგილეებს, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ახალგაზრდებთან და მხარი დაუჭირონ ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორმირებას და იზრუნონ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სწორ განვითარებას, რომ მომავალში ისინი სრულფასოვანი წევრები იყვნენ ჩვენი საზოგადოების“, - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა

ფორუმზე მუნიციპალიტეტის მერიამ და არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision–ის წარმომადგენლება ახალგაზრდული საქმიანობის პრეზენტაცია გამართეს, სადაც ახალგაზრდული კუთხით მუნიციპალიტეტში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე გააკეთეს აქცენტი.

World vision საქართველოს პროექტის – „კომპეტენციები დასაქმებისთვის“ – კოორდინატორმა, ირაკლი გიობელიძემ ფორუმის მთავარ მიზანზე ისაუბრა: „სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ფორუმი, რომ ის სუბიექტები, ვინც არიან ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით ჩართული, ვიცნობდეთ ერთმანეთს, ვიცოდეთ ვინ რას აკეთებს, რა გეგმები აქვს მომავალი წლისთვის, რომ შემდეგ ერთად განვიხილოთ“.

ფორუმს, ასევე, ესწრებოდნენ ახლად შექმნილი ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც დამსწრეებს თავიანთი მომავალი სამოქმედო გეგმა გააცნეს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა ხაზი გაუსვა არაფორმალური განათლების მნიშვნელობას ახალგაზრდულ საქმიანობაში და, ასევე, დაანონსა ახალგაზრდული საქმიანობის სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა. „ეს იქნება ახალგაზრდობის სააგენტოს მთავარი სახელმძღვანელო“, - აღნიშნა რეზო ჩარკვიანმა.

ფორუმი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და World Vision საქართველოს თანამშრომლობით გაიმართა.

ახალგაზრდული ფორუმი - მიღწევები და გამოწვევები

[რობი ზარიძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო
დღეს ''სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015'' გაიმართება
სამცხე-ჯავახეთი ახალგაზრდული ფორუმისთვის ემზადება
ახალციხეში ‘ახალგაზრდული ფორუმი – 2018’ გაიმართა
„სამცხე–ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015“ ჩატარდა
ადიგენში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება