FM97.5 / LIVE

ახალციხის N1 ბაგას ახალი მენეჯერი ჰყავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.10.2019
ახალციხის პირველი ბაგის მენეჯერად ამავე ბაღის სპეცმასწავლებელი, თამუნა ლომსაძე დაინიშნა. ლომსაძე უფლება–მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველი ოქტომბრიდან შეუდგა. იგი პირველ ბაგაში, სპეცმასწავლებლად, ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

ახალციხის N1 ბაგას ახალი მენეჯერი ჰყავს

მას შემდეგ, რაც ბაგის მენეჯერის პოზიცია თამარ ქიმერიძემ დატოვა, მის ადგილზე ლომსაძეს მოიაზრებდნენ. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეც“ წერდა, თუმცა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მარინა მერაბიშვილი ინფორმაციას არ გვიდასტურებდა.

ახალციხის N1 ბაღის უკვე ყოფილი მენეჯერის, თამარ ქიმერიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ბაღის თანამშრომლები გაერთიანების მიერ გამოცხადებულ საყვედურებს და ქიმერიძის პოლიტიკურ სიმპათიებს უკავშირებენ.

ბაღის თანამშრომელი გვიყვება, რომ, ბოლო პერიოდში, თამარს ბაღების გაერთიანებამ რამდენიმე საყვედური გამოუცხადა. ამიტომ იგი იძულებული გახდა, სამსახურიდან წასულიყო.

„ერთი თანამშრომელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მხოლოდ ერთი დღით დაეთხოვა თამარს, ჯგუფში კი იმ მასწავლებლის მაგივრად სხვა შევიდა. ბაღების გაერთიანებამ ამის გამო თამარს უსაყვედურა, რატომ არ შეგვატყობინეთო. მოგვიანებით იგივე მასწავლებელი ერთი საათით გაეთავისუფლა ქიმერიძეს. ესეც ძალიან მალე გაიგო გაერთიანებამ და იმ დღესვე შემოვიდნენ ბაღში, საყვედური გამოუცხადეს თამრიკოს და იმ მასწავლებელს“.

ამავე თემაზე ნახეთ:

'რას იზამ, ოჯახში ნე ბეზ უროდაო, ხომ გაგიგია

‘თამრიკოს წყალი შეუყენეს’ – რატომ დატოვა ახალციხის N1 ბაგის მენეჯერმა თანამდებობა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

‘თამრიკოს წყალი შეუყენეს’ – რატომ დატოვა ახალციხის N1 ბაგის მენეჯერმა თანამდებობა
'რას იზამ, ოჯახში ნე ბეზ უროდაო, ხომ გაგიგია'– N1 ბაგა–ბაღის მენეჯერი სამსახურიდან წავიდა
ახალციხის ბაღების გაერთიანებას ახალი უფროსი ჰყავს
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა
ბაღებში თანამშრომლებისა და ბავშვებისთვის წითელაზე აცრა სავალდებულო გახდა
ახალქალაქის ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
წინასაარჩევნოდ ახალციხის ბაღებში დაანონსებული რეორგანიზაცია ამ დრომდე არ დაწყებულა