FM97.5 / LIVE

‘200 კაცი დააჯარიმეს’– ახალციხეში მძღოლები არასწორად დახაზულ პარკინგზე ჩივიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.10.2019
ახალციხეში, მძღოლები ამბობენ, რომ რუსთაველის ქუჩაზე, ე.წ. „ზურების“ მაღაზიასთან, პარკინგსა და ღერძულა ხაზს შორის მცირე მანძილია. მიმავალმა მანქანამ პარკინგზე მდგარ ან გამომავალ მანქანას გვერდი რომ აუქციოს, უწევს ღერძულა ხაზის გადაკვეთა, რის გამოც ჯარიმდება.

‘200 კაცი დააჯარიმეს’– ახალციხეში მძღოლები არასწორად დახაზულ პარკინგზე ჩივიან

მას შემდეგ, რაც ქალაქში ჭკვიანი კამერები ჩაირთო, მძღოლებს 50–ლარიანი ჯარიმების შესახებ სმს–ები police.ge-დან მისდით. როგორც მძღოლები გვეუბნებიან, მათი ჯარიმები, ძირითადად, რუსთაველის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის წესის დარღვევას ეხება.

რუსთაველის ქუჩაზე, ცხრა აპრილის ქუჩის გადასახვევამდე, შუქნიშანთან, ღერძულა ხაზსა და იქვე არსებულ პარკინგს შორის მცირე მანძილია. მიმავალ მანქანას, რომელსაც უნდა, რომ მარჯვენა ზოლში ჩადგეს, პარკინგზე მდგარი მანქანები ხელს უშლიან. სწორედ ამიტომ, მძღოლი იძულებული ხდება გადაკვეთოს ღერძულა ხაზი, რისთვისაც ის ჯარიმდება.

„წინა თვეში სამსახურის მანქანით მივდიოდი „ზურების მაღაზიასთან“. უცებ პარკინგიდან მანქანა გამოვიდა. მე ხომ მარჯვენა ზოლში უნდა ჩავმდგარიყავი? ვეღარ ვქენი, გვერდი ავუქციე. აბა, მანქანას ხომ არ შევასკდებოდი და გადავკვეთე ღერძულა. სამსახურში მოვიდა ჯარიმა. მერე გავხსენი და ვიდეოც ვნახე. რა მექნა“, – ამბობს ერთ–ერთი დაჯარიმებული.

ეს პრობლემა ქალაქში ძალიან ბევრს აწუხებს. „მეც დამიწერეს ჯარიმა და ჩემნაირი კიდე 200 კაცია. როცა მანქანა დგას იქ, გვერდს ვერ აუქცევ, უნდა გადახვიდე ღერძულა ხაზზე და დარღვევა გიწევს. უნივერსიტეტამდე არ მისულს, მესიჯი მომივიდა, 50 ლარით დაჯარიმდიო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნულ ადგილზე ჯარიმდებოდნენ მძღოლები, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ იქ ღერძულა ხაზია ეს განსაკუთრებით პარკინგიდან გამოსულ მანქანებს ეხებათ.

„ვინც არ იცოდა, რომ მანდ ღერძულა იყო, პარკინგიდან გამოსვლისას კვეთდნენ და შესაბამისად ჯარიმდებოდნენ, ახლა იციან“, – გვითხრეს უწყებაში.

ქალაქში გზები და პარკინგები მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შედგენილი პროექტის საფუძველზე დახაზა.

რამდენად სწორად არის დახაზული გზები ან პარკინგი, ამის შესახებ პასუხს ველოდებით მერიიდან და კომენტარს მოგვიანებით მოგაწვდით.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ნახევრდება
რატომ დაიბარეს ტაქსის მძღოლები ახალციხის მერიაში
რას უჩივიან ახალციხეში მძღოლები
სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციისთვის გზის არდათმობა შესაძლოა 300 ლარით დაჯარიმდეს
1-ელი ნოემბრიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება
საჭესთან მობილურზე საუბარი – 30 ლარი  – კიდევ რა დარღვევაზე იზრდება ჯარიმა
მოძრაობა წესების გარეშე