FM97.5 / LIVE

რომელ მასწავლებელს მოუწევს სკოლის დატოვება

მთავარისიახლე, განათლება 03.10.2019
2019 წლის შემოდგომაზე მასწავლებლებს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების ბოლო შანსი ნოემბრის დასაწყისში მიეცემათ. იმ მასწავლებლებს, რომლებიც კომპეტენციას ვერ დაადასტურებენ, სკოლის ადმინისტრაცია დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებს. სკოლა კი, ვალდებული იქნება, გამოაცხადოს ვაკანსია.

რომელ მასწავლებელს მოუწევს სკოლის დატოვება

2019 წლის ორი ნოემბრიდან რვა ნოემბრის ჩათვლით, მასწავლებლებს კვლავ ექნებათ საშუალება გავიდნენ საგნობრივი და პროფესიულ კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

„მეორე შანსი აქვთ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია“, – გვითხრეს მასწავლებელთა სახლში.

იმ მასწავლებლების ადგილები, რომლებიც ვერ აიმაღლებენ კვალიფიკაციას, იანვრის შემდეგ ვაკანტური გახდება, სკოლა კი, ვალდებული იქნება, გამოაცხადოს ვაკანსია.

სკოლიდან გათავისუფლებულ მასწავლებელს კვლავ ექნება საშუალება, სკოლაში დასაქმდეს, თუმცა მოუწევს „ყველაფრის ნულიდან დაწყება“ – მასწავლებლობის მაძიებლად დარეგისტრირება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალციხის საგამოცდო ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი 2 600–ზე მეტი მასწავლებელია დარეგისტრირებული, საქართველოს მასშტაბით კი – 26 600-ზე მეტი.

მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველების კომპეტენციის დადასტურების გამოცდა რვა საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, ესენია: ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი და ქუთაისი.

იხილეთ გამოცდების ჩატარების განრიგი:

ორი ნოემბერი:

პროფესიული უნარები.

სამი ნოემბერი:

პროფესიული უნარები.

ოთხი ნოემბერი:

ქართული ენა და ლიტერატურა;
მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV).

ხუთი ნოემბერი:

ბუნებისმეტყველება (I-VI);
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);
მათემატიკა (I-VI).

ექვსი ნოემბერი:

ბიოლოგია;
გეოგრაფია;
ინგლისური ენა – წერითი ნაწილი;
რუსული ენა – წერითი ნაწილი;
გერმანული ენა – წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა – წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი.

შვიდი ნოემბერი:

მუსიკა;
ისტორია;
სამოქალაქო განათლება;
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;
ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.

რვა ნოემბერი:

ფიზიკა;
მათემატიკა (VII-XII);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ქიმია;
სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

მასწავლებლების კომპეტენციის დადასტურების გამოცდა დაიწყო
პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია
მასწავლებელთა საგნის გამოცდების განრიგი ცნობილია
ხვალიდან პედაგოგების გამოცდები იწყება
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის განრიგი
2017 წლის გამოცდების ჩატარების  განრიგი
პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა