FM97.5 / LIVE

112–ის ფლაერები სკოლაში, მშობლის პირადი ნომრისა და ხელმოწერის სანაცვლოდ

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.10.2019
სკოლებში 112–ის საინფორმაციო სანიშნე ფლაერების დარიგებისას, მშობლებს პირადი ნომრის დაფიქსირებასა და ხელმოწერას სთხოვენ. განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს ჩვეულებრივი მიღება–ჩაბარების აქტია. იურისტებს კი ეუცნაურებათ უბრალო საინფორმაციო ფლაერისთვის მიღება–ჩაბარების აქტის შევსება, თან ამდენი პერსონალური მონაცემით.

112–ის ფლაერები სკოლაში, მშობლის პირადი ნომრისა და ხელმოწერის სანაცვლოდ

ახალციხის სკოლებში 112–ის საინფორმაციო სანიშნე ფლაერი დარიგდა, სადაც წერია რომ, ბავშვის მიერ ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში, მშობელი 100–დან 2000 ლარამდე შეიძლება დაჯარიმდეს. ახალციხის ერთ–ერთი სკოლის მასწავლებელმა გვითხრა, რომ პროცესი უჩვეულოა, რადგან ერთი საინფორმაციო ფლაერისთვის ითხოვენ პირად ნომერსა და ხელმოწერას.

„ის, რაზეც აწერენ ხელს, არის ჩვეულებრივი ბაზიდან ამოღებული სია. მიღება–ჩაბარების აქტი სხვაა. მერე რამე თავფურცელს თუ მიადებენ, არ ვიცი. მე ჩემს რამდენიმე მშობელს ვუთხარი, ხელი არ მოეწერათ, რადგან მეუცნაურა – ერთი ფლაერის გამო რაში სჭირდებათ პირადი ნომერი და ხელმოწერა“? – ამბობს პედაგოგი.

მშობლების ნაწილს მათთის გაურკვევევ ფურცლებზე საკუთარი მონაცემების დაწერა არ მოეწონათ და ფიქრობენ რომ ეს შესაძლოა არჩევნებს უკავშირდებოდეს.

„რაში სჭირდება ფლაერის აღების გამო ჩემი პირადი ნომერი, ახლა არჩევნები მოდის და ეტყობა მონაცემებს აგროვებენ“,–ამბობს ერთ–ერთი მშობელი.

სკოლების დირექტორები გვეუბნებიან, რომ გასაკვირი აქ არაფერია, სკოლებში რიგდება სანიშნე ფლაერები; მშობელს აცნობენ ინფორმაციას ადგილზე და აძლევენ ფლაერს; მშობლები კი პირად ნომერსა და ხელმოწერას ტოვებენ.

„მშობელმა უნდა გააფრთხილოს ბავშვი და ინფორმაცია მიიტანოს, რომ ეს არ შეიძლება. თუ მაინც გააკეთა ეს რომელიმე ბავშვმა, 112 გამოუწერს ჯარიმას, რომ შენ გაფრთხილებული იყავი. აქ მარტო ხელის მოწერა კი არაა, პედაგოგი ესაუბრება მშობლებს, რომ ასეთ სიტუაციაში არ ჩავარდნენ,“, – ამბობს ახალციხის მეექვსე სკოლის დირექტორი გია კაპანაძე.

112–ში გვითხრეს, რომ ფლაერები განათლების სამინისტრომ დაბეჭდა და გაავრცელა და მათ მიღება–ჩაბარების აქტი არ მოუთხოვიათ.

„ჩვენ არავითარი მოთხოვნა არ გვქონია, რომ პირადი მონაცემები ყოფილიყო შევსებული. ეს განათლების სამინისტროს ბიუროკრატიისთვის სჭირდება, თუმცა არ გვაქვს ამასთან კავშირი“ – განაცხადეს 112–ში.

განათლების სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ისევე, როგორც სახელმძღვანელოებსა და ლეპტოპებზე, სანიშნეებზეც მოითხოვეს მიღება–ჩაბარების აქტი.

სახელმწიფომ თანხა დახარჯა ამისთვის, შესაბამისად, მოითხოვა მიღება–ჩაბარების აქტი. იურიდიულად ეს იგივეა, რაც ნეტბუქი და სახელმძღვანელო, როემლსაც სამინისტრო უფასოდ არიგებს. წიგნის სანიშნე დაიბეჭდა კონკრეტული პროექტის ფარგლებში და საინფორმაციო ხასიათისაა“, – გვითხრეს სამინისტროში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ქეთი ბებიაშვილის თქმით, საინფორმაციო ფლაერების დარიგებას არანაირი მიღება–ჩაბარების აქტი არ სჭირდება, თუ ეს რაიმე ოფიციალური ბრძანებით არაა მოთხოვნილი.

„უნდა იყოს განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანება, ან შსს მინისტრის ბრძანება, ამ ფორმით ფლაერის ჩაბარებაზე. მიღება–ჩაბარებით ჩააბარო ფლაერი? ეს ფორმა სწორი და მისაღები არაა“, – ამბობს ქეთი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე კი ამბობს, რომ აქ რაიმე კანონი არ დარღვეულა, თუმცა პირადი ნომრის მოთხოვნა და ხელმოწერა სანიშნე ფლაერისთვის, ცოტა ზედმეტია.

„კომპიუტერზე მიღება ჩაბარების აქტი უფრო დასაბუთებელია, რადგან ბევრად ძვირადღირებული ნივთია, თან პერსონალიზებულია. ფლაერებზე ესეთი პრაქტიკა არ გვაქვს – თუ დაიკარგა მეორეს ან მესამეს აძლევ. მიღება ჩაბარების აქტი იმ მიზნით გვჭირდება რომ ნამდვილად გადაეცა თუ არა ვინმეს“, – ამბობს ჩიხლაძე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შეიძლება ამ მონაცემებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აგროვებდნენ, ჩიხლაძე არ ეთანხმება. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისედაც ყველას მონაცემი იცის და არამგონია სჭირდებოდეთ ეს სიები“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა დოკუმენტები სჭირდებათ თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად
ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები დაგვიანებულ ხელფასებს ითხოვენ
არაგვას თემის რწმუნებულს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ
თვითდასაქმებულები კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
20 მაისიდან პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია იწყება
ექსტერნად გამოცდების ჩაბარების მსურველთა  რეგისტრაცია 14 თებერვლიდან დაიწყება
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო