FM97.5 / LIVE

რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.10.2019
სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში, თანამდებობის პირების ნაწილს, დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული. კერძოდ, ისინი ფლობენ კომპანიებს, თუმცა ინფორმაცია დეკლარაციაში არ აქვთ ასახული; ასევე, კუთვნილი კომპანიების წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვთ გადაცემული. შესაბამის კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა

სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შეისწავლა. მათი ინფორმაციით, 30-ზე მეტი დეკლარაციიდან, დარღვევები შვიდში გამოვლინდა.

კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ექვს შემთხვევაში დეკლარაცია არასრულად არის შევსებული. ოთხ მათგანში საჯარო პირებს კომპანიების საკუთარი წილი სამართავად არ აქვთ გადაცემული სხვა პირისთვის, ხოლო ერთი მათგანი თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა.

კვლევაში ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან თითო-თითო საჯარო პირი მოხვდა, ახალციხიდან კი – ორი.

სამცხე-ჯავახეთში მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესები, არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა ასე გამოიყურება:

თამაზ ძაძამია - ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
თამაზ ძაძამიას 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ მისი შვილი, გიორგი ძაძამია არის შპს „ადიგენის ავტოსატრანსპორტო საწარმო 2”-ის დირექტორი, თუმცა არ აქვს დეკლარირებული, რომ ამავე შპს-ს 100% წილის მფლობელი თავად არის. ამასთან, აღნიშნული წილი, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, სხვა პირისთვის გადაცემული არ აქვს.

როსტომ მაგრაქველიძე - ასპინძის მერი
როსტომ მაგრაქველიძეს 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის კოოპერატივ „ცეკავშირის“ დირექტორი.

გაიოზ ლომსაძე - ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
გაიოზ ლომსაძეს 2018 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს „ჯავახ-პროდუქტის” 100% წილის მფლობელი.

ოთარ არბოლიშვილი - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
ოთარ არბოლიშვილს 2019 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის კოოპერატივ „ტიმოთეს“ თავმჯდომარე.

კონსტანტინ ვარდანიანი - ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
კონსტანტინ ვარდანიანმა, რომელიც საკრებულოს სხვადასხვა თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს, ბოლო დეკლარაცია 2019 წლის ივნისში შეავსო. მას არ აქვს დეკლარირებული ინფორმაცია „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას” შემოსავლების შესახებ, რომლის დირექტორის პოზიციასაც ის,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის პარალელურად, კანონის დარღვევით იკავებს. „ფარვანამ”, ვარდანიანის დირექტორობისა და ნინოწმინდის საკრებულოში თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ტენდერებიდან 209 100 ლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან – 190 000 ლარი. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, ტელევიზიას ამავე პერიოდში – 114 115 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმდა, მათ შორის – 100 915 ლარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან.

ზაზა მელიქიძე - ახალციხის მერი
ზაზა მელიქიძეს დეკლარაცია 2018 წლის ოქტომბერში აქვს შევსებული. იგი შპს „მელიზას“ და შპს „ლეგის“ 100%-100% მფლობელია, თუმცა აღნიშნული წილები, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, სხვა პირისთვის მართვის უფლებით არ აქვს გადაცემული.
ზაზა მელიქიძის მფლობელობაში არსებული და მასთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერებში მონაწილეობის შესახებ დეტალური კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის ივლისში გამოაქვეყნა .
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერების შესწავლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ზაზა მელიქიძემ 2012 წელს 50 000 ლარი შესწირა პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

გურამ მელიქიძე ახალციხის მერის პირველი მოადგილე
გურამ მელიქიძეს 2019 წლის იანვარში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „ქაუნთ სერვისის“ 100% წილის მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, აღნიშნული წილი სხვა პირისთვის მართვის უფლებით არ აქვს გადაცემული. ამასთან, გურამ მელიქიძეს არ აქვს დეკლალირებული, რომ შპს „გამ ჯგუფის” დირექტორია. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ახალციხის მოქმედი მერი ზაზა მელიქიძეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.

მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის” თანახმად, პირი, თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში, ვალდებულია სრულყოფილად შეავსოს დეკლარაცია, ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ, სამეწარმეო ორგანიზაციებში არსებული საკუთარი წილები მართვის უფლებით გადასცეს სხვა პირს და თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორის, ხელმძღვანელის პოზიცია.

“თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს: ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება”, - ნათქვამია კვლევაში.


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც  კანონდაღვევაა’
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ კერძო კომპანიაში დირექტორის პოზიცია დატოვა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ქონება და ხელფასები
ასახა თუ არა დეკლარაციაში საჯარო მოხელემ ფარული წილი რესტორან „ალავერდში“
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე დეკლარაციაში ოჯახის შემოსავალს მალავს
ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები – 'გამჭვირვალობის' კვლევა
გამჭვირვალობა: თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში მუშაობენ