FM97.5 / LIVE

23 წლის მარტოხელა დედა, ადგილობრივების დახმარებით, სახლს გადახურავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.10.2019
23 წლის ნათია ჩუბინიძეს, რომელიც, მძიმე სოციალური პირობების გამო, სახლის გადასახურ მასალას ვერ ყიდულობდა, მოსახლეობა დაეხმარა. ადგილობრივებმა მას დაახლოებით 1000 ლარამდე შეუგროვეს.

23 წლის მარტოხელა დედა, ადგილობრივების დახმარებით, სახლს გადახურავს

ნათია ჩუბინიძეს, რომელიც დედასთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალციხეში, „კაჩიგარიის“ შენობაში ცხოვრობს, ბინის სახურავის პრობლემა აქვს. მას სახლში წვიმა ჩასდის. სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, პრობლემის მოსაგვარებლად, თანხა ადგილობრივებმა შეაგროვეს.
„750 ლარი ახლა მომიტანეს, მანამდეც 150, კიდევ ცოტა-ცოტა. უკვე გვაქვს საჭირო თანხა იმისთვის, რომ ჭერი გადავხუროთ და წყალი აღარ ჩამოვიდეს. ახლა ველოდები ბიძაჩემს, მოვა და გადავხურავთ სახლს. ეს პრობლემაც მორჩა და მეც და დედაჩემიც ძალიან გახარებულები ვართ“, - ამბობს ნათია.

მისივე განმარტებით, ახლა კიდევ ერთი პრობლემა გაუჩნდა. მას ეშინია, რომ შესაბამისი პირობების არქონის გამო, შეიძლება ბავშვები ჩამოართვან. ეს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გუშინ, პირველ ოქტომბერს, მასთან ახალციხის მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ: „მითხრეს, რაღაც წერილი შემოვიდა ჩვენთანო. შენ ყველაფერი უარყოფითად გითქვამს, რომ მერია არ გეხმარებაო, თუ ასეთ პირობებში გიწევს ცხოვრება, რომ წყალი ჩამოგდის, ბავშვებს ტანსაცმელი და საჭმელი არ აქვთ, შეიძლება ბავშვები ჩამოგართვანო, ამას ვერ გადავიტან“.

მისივე თქმით, მერიის თანამშრომლებმა სახლი დაათვალიერეს და პირობებით დაინტერესდნენ: „შიფერზე“ თუ გქონდა განცხადება დაწერილიო, მკითხეს. ვუთხარი „შეიფერზე“ განცხადება ერთი წელია დაწერილი მქონდა და არავინ მომაქცია ყურადღება-მეთქი. შენ აქ შეჭრილი ხარ და თან იმასაც ითხოვ, რომ „შიფერით“ გადაგიხუროთ სახლიო. მერე სახლი შეამოწმეს, ოთახები დაათვალიერეს, სად ბანაობთო, ბავშვებს სად აბანავებთო, იკითხეს და მალევე წავიდნენ. არ მინდა ბავშვები წამართვან“, - ამბობს მარტოხელა დედა.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ნათია ჩუბინიძესთან „მდგომარეობის შესწავლისა და მერიის პროგრამების შეთავაზების მიზნით იმყოფებოდნენ“.

მათივე განმარტებით, ოჯახს მერიის სასურსათო პაკეტით სარგებლობა მომავალშიც შეეძლება. თვითმმართველობაში ასევე აღნიშნავენ, რომ ჩუბინიძემ მერიის სოციალური პაკეტებით არაერთხელ ისარგებლა. კერძოდ, მან მერიის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტოზური, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება მიიღო. „გარდა ამისა, 1500 ლარის ოდენობით ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღეს მუნიციპალიტეტისგან. გათბობის უზრუნველსაყოფად დავეხმარეთ საწვავი შეშით და პატარებისთვის ტანსაცმელი გადავეცით. გარკვეული დროის განმავლობაში ოჯახმა ისარგებლა მერიის უფასო სასადილოთი. გავუწიეთ შუამდგომლობა საცხოვრებელ სახლთან ახლომდებარე საბავშვო ბაღში რიგგარეშე ჩარიცხულიყვნენ მათი პატარები“, - აღნიშნავენ მერიაში.

ნათია ჩუბინიძე ადასტურებს, რომ მერიისგან გარკვეული ტიპის დახმარებები ნამდვილად მიიღო: „თბილისში საავადმყოფოში ვიწექი და 1500 ლარით დამაფინანსეს, მკურნალობის ხარჯი. მაგრამ ახლა იმას მედავებიან, ჩვენზე უარყოფითად თქვიო. რაც იყო, ის ვთქვი და გაჭირვების გამო ბავშვები უნდა წამართვან თუ პირიქით, უნდა დამეხმარონ?“, - კითხულობს ჩუბინიძე.

მარტოხელა დედის პრობლემის შესახებ „სამხრეთისკარიბჭემ“ მასალა ცხრა სექტემბერს გამოაქვეყნა. მას შემდეგ, ადგილობრივებმა ოჯახისთვის სურსათი, ბავშვების ტანსაცმელი და საჭირო ნივთები შეაგროვეს და გადასცეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ
ახალციხეში 23 წლის მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
შშმ პირებმა ერთჯერადი ფულადი დახმარებები მიიღეს
ახალციხის მერიამ სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვები ცირკში დაპატიჟა
ტყემლანაში ექვსი მცირეწლოვანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს [ფოტო/ვიდეო]
ხანძრით დაზარალებულ ორ ოჯახს ახალციხის მერია 3000 ლარით ეხმარება
'ჭერი თავზე გვენგრევა' - სოციალურად დაუცველი ოჯახი მერიის დახმარების მოლოდინში