FM97.5 / LIVE

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ახალციხეში ბიჭი დააკავეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 02.10.2019
23 წლის ახალციხელ ბიჭს ბრალად არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი ედება. მას, რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთ ღონისძიებად, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 15 წლის გოგონა, რომელიც ხუთი თვის ბავშვს ზრდის, ამბობს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მათ ერთმანეთი უყვართ.

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ახალციხეში ბიჭი დააკავეს

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის საქმეზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, გუშინ, პირველ ოქტომბერს, იმსჯელა. ახალგაზრდა კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მას გამოძიება თექვსმეტწლამდე ასაკის გოგონასთან სექსუალური კავშირის ქონას ედავება. გოგონა მშობლებთან ცხოვრობს და ხუთი თვის ბავშვს ზრდის. ბიჭისა და გოგოს მხარეს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ აქვთ. ბავშვის მამის დასადგენად დნმ–ანალიზი გაკეთდა.

საქმე პოლიციას სამედიცინო დაწესებულებამ გადასცა მას შემდეგ, რაც გოგონა ექიმთან ვიზიტზე იმყოფებოდა და შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო.

„მეგონა, სხვა პრობლემა მქონდა და მივედი ექიმთან. მაშინ გავიგე, რომ ხუთი თვის ორსული ვიყავი. თავიდან არ მიჯერებდა, რომ ბავშვი მისი იყო, ეშინოდა, რომ დაიჭერდნენ. მერე დნმ გავაკეთეთ. არც ჩვენ ვუჩივით და არც იმათ აქვთ პრობლემა, რომ პასუხისმგებლობა აიღონ. ორივეს გვინდა ოჯახის შექმნა. ჩვენს შვილს ერთად გავზრდით,“ - ამბობს გოგონა.

პასუხისმგებლობას არ გაურბის ბიჭის მხარეც: „დნმ დაემთხვა. ხელს შევუწყობ ყველანაირად. ვუთხარი კიდეც, იცხოვრონ ერთად და გაზარდონ ბავშვი“, - ამბობს დაკავებულის დედა.

საქმეზე სასამართლო პროცესები ჯერ არ ჩანიშნულა. 23 წლის ბიჭი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. პირველი სასამართლოს სხდომა ორი თვის შემდეგ გაიმართება.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
სოფელ ბოლაჯურში 9 წლის ბავშვი ავტომანქანამ გაიტანა
9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული
გარყვნილ ქმედებაში ბარლდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შსს: 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოვლინდა
ახალციხეში 45 წლამდე ასაკის მამაკაცს ახალგაზრდა ბიჭის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
ახალციხეში მოსწავლის ბულინგის საქმეზე საია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს