FM97.5 / LIVE

სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს სახლი ენგრევა

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.10.2019
ადიგენში, სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს ხის მასალისგან აშენებული საცხოვრებელი სახლი ენგრევა. ადგილობრივები თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს სახლი ენგრევა
ბოლქვაძეების სახლი

ორსართულიან ხისგან აწყობილ სახლში კიკიბოელი რეზო ჭელიძე ათ წელზე მეტია, ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

სახლის პირველი სართული, საქონლის სადგომია, ხოლო მეორე სართული საცხოვრებელი. სახლის გარშემო ფიცრები ძველია და დამტვრეული, ამიტომ კედლის ნაწილი ახალი ფიცრებითაა გამაგრებული.

„ხუთ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ, როდის დაინგრევა სახლი არ ვიცი. ხის მასალა რომ მქონდეს გავამაგრებ და საყრდენი ექნება“, – ამბობს ადგილობრივი რეზო ჭელიძე.

ჭელიძეების მეზობლად, ბოლქვაძეების სახლში კი ოთახებსა და აივანზე ფიცრები სიძველის გამო ჩანგრეულია.

„სულ ორი ოთახი გვაქვს და იქაც ნორმალურად ვერ შევდივართ, ხის კედელიც ჩაწეულია და როდის ჩაინგრევა არ ვიცი, დღითიდღე საფრთხის შემცველი ხდება“, – გვეუბნება დავით ბოლქვაძე.

გობაძეების სახლში კი როგორც გარეთ ისე წვიმს, ოჯახს არც იმის რესურსი გააჩნია, რომ სახურავი გადახუროს.

„ექვსი წელია რაც ამ სახლში ვცხოვრობ, სესხით ვიყიდე და ჯერ არ გადამიხდია, მაგრამ თავიდან გასაკეთებელი მაქვს სახლი. მთელს სახლში წვიმა ჩამოდის“, – გვეუბნება დალი გობაძე.

ჭელიძეები, ბოლქვაძეები და გობაძეები ამბობენ, რომ ადიგენის მერიას ხის მასალის თხოვნით, საცხოვრებელის გასამაგრებლად, არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი თქმით, რეაგირება არ მოჰყოლია: „უკვე აღარაფრის იმედი არ მაქვს, არც ტყეში გვრთავენ შესვლის ნებას და არც თვითონ გვაძლევენ“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში კი ირწმუნებიან რომ, კიკიბოდან სახლების გასამაგრებლად, მასალის მოთხოვნით არცერთი განცხადება არ შესულა, თუმცა რადგან ადგილობრივები მოითხოვენ, მათ მდგომარეობას თვითმმართველობა შეისწავლის და შესაბამისად დაეხმარებიან კიდეც: „სოფლის რწმუნებულისთვისაც არაფერი უთქვამთ არათუ მეირაში მოსულიყვნენ. რომ მოემართათ მერია დაეხმარებოდა იმ მასალით, რითიც შეძლებდა“.

კიკიბოს მკვიდრები ამბობენ, რომ დანგრევის პირას მყოფი სახლები საუკუნეს ითვლის.

სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს სახლი ენგრევა
ბოლქვაძეების სახლი

სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს სახლი ენგრევა
გობაძეების სახლი

სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს სახლი ენგრევა
გობაძეების სახლი

სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს სახლი ენგრევა
გობაძეების სახლი

სოფელ კიკიბოში სამ ოჯახს სახლი ენგრევა
ჭელიძეების სახლი

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]
ცხოვრება ავარიულ სახლში
ბოგაში მცხოვრები გორგაძეები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ
ბორჯომში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
აწყურში მეწყერის გამო ათზე მეტ ოჯახს სახლი ენგრევა
ვარხანში სახლი დაიწვა [ფოტო]
მერია მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიანი ოჯახის მდგომარეობას შეისწავლის