FM97.5 / LIVE

სასამართლოში ერთ–ერთი დეპუტატის შვილის საქმე განიხილეს

მთავარისიახლე, სამართალი 01.10.2019
დღეს, პირველ ოქტომბერს, ახალციხის სასამართლოში სამცხე–ჯავახეთის ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის შვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა, დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაბა წაღვერთან ავტოგასამართი სადგურის ძარცვაში და წაღვერთან მოკლული კაცის მანქანის დაზიანებაში ედება.

სასამართლოში ერთ–ერთი დეპუტატის შვილის საქმე განიხილეს

სასამართლო პროცესი 15:00 საათზე გაიმართა, თუმცა, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანი იყო, სხდომა დაიხურა. ბრალდების მხარემ ერთი მოწმე დაკითხა.

დეტალების შესახებ არც ბრალდებულ კ. შ–ს ადვოკატსა და არც მამას საუბარი არ სურთ.

„არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი პროცესი იყო, ერთ–ერთი სხდომა ჩატარდა. ამ ეტაპზე ხდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ერთი მოწმე წარმოადგინა პროკურატურამ“, – გვითხრა ბრალდებულის ადვოკატმა შორენა კობიძემ.

12 ივნისს, გამთენიისას, დაბა წაღვერის მიმდებარედ, 1960 წელს დაბადებულ აკაკი პაპიძეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, სამმა პირმა კუთვნილი ავტომობილი დაუზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. აკაკი პაპიძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ნ.მ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ხოლო შ.ა. და კ.შ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ძარცვაში არიან ბრალდებული. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

სამი ბრალდებულიდან ერთ–ერთი, სამცხე–ჯავახეთის ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის შვილია. იგი ავტოგასამართი სადგურის ძარცვისა და წაღვერთან მოკლული კაცის ავტომობილის დაზიანებისთვისაა დაკავებული.

განზრახ მკვლელობის და ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ერთ–ერთი დაკავებული  საკრებულოს დეპუტატის შვილია
მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით  დაკავებულებს  აღკვეთის ღონსძიებად პატიმრობა შეეფარდათ
შსს–მ წაღვერთან მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით 3 პირი დააკავა [ვიდეო]
ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
ასპინძაში შსს–მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ახალქალაქში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია