FM97.5 / LIVE

წარადგინე შენი ფერმა 'მესაქონლეობის ექსპო 2019-ზე'

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.10.2019
გყავს ჯიშიანი მსხვილფეხა საქონელი? ფიქრობ, რომ შენი მსხვილფეხა საქონელი შეესაბამება ჯიშის სტანდარტებს? მაშინ წარადგინე შენი ფერმა „მესაქონლეობის ექსპო 2019-ზე“

წარადგინე შენი ფერმა 'მესაქონლეობის ექსპო 2019-ზე'

მესაქონლეობის ექსპო – 2019 ხორციელდება საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის და საქართველოს მერძევეთა ასოციაციის ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესქონლეობაში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად. მესაქონლეობის ექსპოს ჩატარების მიზანია ხელი შეუწყოს მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის პროდუქტების ადგილობრივ წარმოებას, ვაჭრობის პოტენციალის გაზრდას და ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარებას, გააცნოს და დააკავშიროს სფეროში ჩართული სპეციალისტები და ფერმერები.

ღონისძიებას დაესწრებიან: 500-ზე მეტი მეცხოველეობის დარგით დაინტერესებული სტუმარი; საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები; სკოლის მოსწავლეები; სტუდენტები;

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: მესაქონლეობის დარგში მომუშავე 50-ზე მეტი ფერმერული მეურნეობა/კომპანია.

ფერმერული მეურნეობისთვის „მესაქონლეობის ექსპო 2019-ზე“ მონაწილეობა უფასოა. საქონლის ტრანსპორტირებას, განთავსებას, შეჯიბრში მონაწილეობა, ფერმერის სემინარზე დასწრებას უზრუნველყოფს საორგანიზაციო მხარე.

„მესაქონლეობის ექსპო“ ოთხი ძრითადი ნაწილისგან შედგება:

მსხვილფეხა საქონლის შეჯიბრი (I დღე)
მსხვილფეხა საქონლის პროდუქტების გამოფენა (I დღე)
სასკოლო ტურები მოსწავლეების მონაწილეობით (I დღე)
დახურული სემინარი ფერმერებისთვის (II დღე)

მსხვილფეხა საქონლის შეჯიბრის ფარგლებში გამოვლინდება ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი საქონელი სხვადასხვა კატეგორიაში (სულ 14 საპრიზო ადგილი).

ექსპოზე მონაწილეობას შეძლებენ ის ფერმერული მეურნეობები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

კომერციული ფერმები, რომლებიც ფლობენ იმპორტირებულ სუფთა სისხლის ჯიშებს (50 სულიანი ფერმა და მეტი) ან ადგილობრივ სელექციურ ჯიშებს.
იმპორტირებული ჯიშების (ჰოლშტეინი, შვიცი) შეჯიბრება მოხდება 3 კლასში: ზრდასრული (მეწველი) ფური, დეკეული, ხბო.
ადგილობრივი ჯიშების (მეგრული წითელი, კავკასიური წაბლა) შეჯიბრება მოხდება 1 კლასში – ზრდასრული ძროხა.


იმპორტირებული, სუფთა ჯიშის საქონელი: ფერმები უნდა იყვნენ რეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორად, უნდა დათანხმდნენ მონაწილეობას წერილობით ფორმით, ცხოველები უნდა იყვნენ შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში (ხბო 3-6 თვის ასაკის; დეკეული 10-14 თვის, მეწველი ფური 1-4 ლაქტაციის).

ადგილობრივი ჯიშისათვის: უნდა გააჩნდეთ წერილობითი დასკვნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისგან ცხოველის ჯიშის შესახებ.

ყველა წარდგენილი საქონელი წინასწარ შემოწმდება საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის ექსპერტების მიერ. თითოეული შერჩეული ცხოველი უნდა იყოს ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული საყურე ნიშნის მეშვეობით კანონმდებლობის შესაბამისად, უარყოფითად მორეაგირე ბრუცელოზზე, ვაქცინირებული თურქულის საწინააღმდეგოდ, კლინიკურად ჯანმრთელი და გადაადგილებისას თან უნდა ახლდეს გადაადგილების დოკუმენტი (ფორმა #1).

ცხოველის შეფასების კრიტერიუმები:

ჟიურის წევრები შედგება დარგის ექსპერტებისგან, როგორც საქართველოდან ასევე ესტონეთიდან. მსხვილფეხა საქონლი შეფასდება შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: სიმაღლე; გულმკერდის გარშემოწერილობა; სხეულის სიღრმე; ნეკნების კუთხურობა; გავის კუთხე; გავის სიგანე; უკანა ფეხების უკანა ხედი; უკანა ფეხების დგომა; ფეხის კუთხე; ცურის წინა კუთხე; ცურის წინა კერტების განთავსება; ცურის კერტების სიგრძე; ცურის სიღრმე; ცურის უკანა სიმაღლე; ცენტრალური ლიგამენტი; ცურის უკანა კერტების პოზიცია; ლოკომოტივი; სხეულის მდგომარეობა. ხბოები და დეკეულები შეფასდებიან მხოლოდ ტიპის, ტერფების, ფეხების და მათი მოძრაობის (ლოკომოტივის) მიხედვით.

ადგილობრივი ჯიშის სელექციური საქონლის შეფასება მოხდება ჯიშთან შესაბამისობის მახასიათებლების მიხედვით.

ექსპოზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 20 სექტემბერს და დასრულდება 25 სექტემბერს. ექსპოზე მონაწილეობისათვის საჭიროა აპლიკაციის შევსება: აპლიკაცია


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

საქართველო პირველად ‘მესაქონლეობის ექსპო 2019’–ს  უმასპინძლებს
'მეძროხეობის სანაშენე ცენტრის  ჩამოყალიბება' ებრაული კომპანიის ხელშეწყობით განხორციელდება [R]
მეურნე: რომელ დაავადებებზე ავცრათ მსხვილფეხა საქონელი [Video]
შსს–მ ახალციხესა და ასპინძაში საქონლის ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
პროექტი ‘ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა’ ®
მესაქონლეობის კოოპერატივებს სხვადასხვა ხელსაწყოებს გადასცემენ – იხილეთ პირობები
2019 წლიდან არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძე აღარ გაიყიდება