FM97.5 / LIVE

ახალციხეში დაკავებულს, სავარაუდოდ, ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან

მთავარისიახლე, სამართალი 01.10.2019
ახალციხეში 30 სექტემბერს სპეცოპერაციის შემდეგ, კიდევ ერთი პირი თბილისში დააკავეს. „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, ორივე დაკავებული ახალციხელია, მათ სავარაუდოდ ქურდულ სამყაროსთან კავშირში ედებათ ბრალი.

ახალციხეში დაკავებულს, სავარაუდოდ, ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან
არქივი

ადგილობრივების განმარტებით, გუშინ, 30 სექტემბერს, ახალციხეში სპეცრაზმის მიერ დაკავებულმა პირმა და მისმა პარტნიორმა, საერთო საქმეში აღებული თანხა ვერ გაიყვეს, რის გამოც მიმართეს ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს: „საერთო ბიზნესი ჰქონდათ და როგორც ვიცი, ფული ვერ გაიყვეს. ამიტომ ჩარიეს ქურდები, ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობის გამო დააკავეს“,

პიროვნება, რომელიც თბილისში დააკავეს, ახალციხეში ცხოვრობს.

„სამხრეთის კარიბჭემ“ სცადა მეორე დაკავებულის ოჯახთან დაკავშირება, თუმცა - უშედეგოდ. ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებიან და ვერც მობილურზე ვუკავშირდებით.

დაკავებულის მეზობელი ამბობს, რომ „ოჯახის წევრები თბილისში მას შემდეგ წავიდნენ, როდესაც დაკავების ამბავი გაიგეს“.

რაც შეეხება ახალციხეში სპეცრაზმის მიერ დაკავებულ პირს, მეზობლების თქმით, იგი ნასამართლევია და წლების წინ საპატიმრო დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, მხოლოდ იმ ფაქტს გვიდასტურებენ, რომ 30 სექტემბერს, დილის 6 საათზე, ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, აიყვანეს ერთი პირი – კ.ა.

იმავე დღეს დაკავებულის მეზობელმა გვითხრა, რომ „კაცი სავარაუდოდ შავ სამყაროსთან კავშირის გამო აიყვანეს. არ ვიცი, რა მოხდა, მგონი ქურდებთან აქვს კავშირი, ბიზნესმენია, თავისი მაღაზია აქვს“, – ამბობს მეზობელი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სპეცოპერაცია ახალციხეში, დაკავებულია ერთი პირი
ახალქალაქში 27 წლის კაცი დააკავეს
თბილისსა და ახალციხეში 'ქურდული სამყაროს' წევრობის და 'კანონიერი ქურდისთვის' მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს [ვიდეო]
'ქურდული სამყაროს' წევრობის ბრალდებით  შსს-მ  სამი პირი დააკავა
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ახალციხეში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავეს
'რა ვერ გაიყვეს, არ ვიცი' - ასპინძელები მომხდარი მკვლელობის დეტალებზე