FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია ხელშეკრულებით ორ თანამშრომელს აიყვანს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.09.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ორ მძღოლს ხელშეკრულებით აიყვანს. ახალი საშტატო ნუსხა საკრებულომ ხმაურის ფონზე დღეს, 30 სექტემბერს დაამტკიცა.

ახალციხის მერია ხელშეკრულებით ორ თანამშრომელს აიყვანს

როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, შეიძინეს ოთხი ახალი მანქანა, ამიტომ მოუწევთ თანამშრომლების დამატებაც.

„მუნიციპალიტეტმა შეიძინა ორი მაღალი გამავლობის ავტომობილი და ორი მსუბუქი მანქანა, ამიტომ ამ მანქანებს სჭირდება მოფრთხილება და სწორედ ამის გამო მოხდა ახალი თანამშრომლების დამატება“, – განმარტა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძემ.

სხდომაზე საკითხის წარდგენას საკრებულოს დეპუტატების მხრიდან ხმაური მოყვა, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა და უმრავლესობის დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

„რაში ან ვის სჭირდებათ ან ახალი მანქანები და ან ახალი თანამშრომლები, როცა ხალხს უჭირს?!“,– იკითხა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ეკა ტატალაშვილმა.

თამარ გოგოლაძემ კი განაცხადა, რომ როცა მერია ახალ მანქანებს იმატებს, საკრებულოს დეპუტატებს მანქნა საერთოდ არ ყავთ და თითოეულ დეპუტატზე გამოყობილ 200 ლიტრ ბენზინს საერთოდ ვერ ხარჯავს.

„თქვენ ხომ ამბობთ, რომ მოსახლეობაზე ხართ ორიენტირებული, მაშინ რატომ არ გვაძლევთ უფლებას რომ მოსახლეობამდე მივიდეთ და მათი პრობლემები მოვიტანოთ, ხომ უნდა გვქონდეს ამის საშუალება. 200 ლიტრ ბენზინს რომ მაძლევთ და მისი ხარჯვის წესიც არ გაქვთ დამტკიცებული, თქვენი ასე გადანაწილებული ბიუჯეტით ხაართ მოსახლეობაზე ორიენტირებულნი?!“, – განაცხადა სხდომაზე თამარ გოგოლაძემ.

გოგოლაძეს საკრებულოს თავმჯდომარემ განუმარტა, რომ საკრებულო ახლომომავალში შეიძენს ერთ მანქანას, რაც შეეხება, საწვავის ხარჯვის წესს, ასე უპასუხა „ეგ პრობლემაც მოგვარდება, მაგაზე თქვენ არ ინერვიულოთ. რატომ ჩხუბობთ? მაგაზე არაფერი ხარჯები არ იზრდება“.

გოგოლაძე აცხადებს, რომ თავმჯდომარემ მას საფინანსო კომისიის სხდომაზე მაგიდაზე მუშტების რტყმით უპასუხა: „მე მეუბნებით კიდე ნუ ვჩხუბობ და ხმას რატო ვუმაღლებ? გუშინ მაგიდაზე მუშტები თქვენ მიბრახუნეთ და ასე ადამინების დაშინებას თავი დაანებეთ“.

საბოლოო ჯამში სხდომაზე, საშტატო ნუსხა დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, მერიას ორი მორიგე მძღოლი დაემატება ახლად შეძენილი მანქანებისთვის, მათი სახელფასო ანაზღაურება 850 ლარი ექნება. როგორც, სხდომაზე მერის მოადგილემ გურამ მელიქიძემ განაცხადა ავტომობილები მერიის ყველა სამსახურს მოემსახურება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

12.08.2020 ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ახალი ნაგავმზიდებით ნარჩენებს ახალციხის ყველა ქუჩიდან ვერ გაიტანენ
‘თუ მერთან მოქალაქეების მისაცილებელ შტატებს ამატებთ, ეს ბიუჯეტის ფლანგვაა’ – ხმაური საკრებულოში შტატების დამატების გამო
რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
ბორჯომის მერია საკრებულოს სახელფასო ოდენობებს მეხუთედ გადაუგზავნის
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
საშტატო ნუსხის მიხედვით ახალციხის მერიას 115 თანამშრომელი ეყოლება
როდის აირჩევენ ახალციხის  საკრებულოს თავმჯდომარეს