FM97.5 / LIVE

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®

მთავარისიახლე, რეკლამა 30.09.2019
29 სექტემბერს, ასპინძის რაგბის ბაზა 300–მდე პატარა მორაგბეს მასპინძლობდა. ბავშვთა რაგბის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ისე თბილისიდან მოწვეულმა გუნდებმა.

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®

რაგბის ბაზაზე მისულებს, სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი პატარა მორაგბეები გვხვდებიან. ადრე მისულები, სტადიონზე არიან და თავიანთ მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშობენ.

„ხურდებიან“,– ასე ამბობენ სპორტულ ენაზე. „ტაოს“ პრეზიდენტი, ირაკლი გვენეტაძე, რომელიც საორგანიზაციო საკითხების მოგვარებითაა დაკავებული, ამბობს, რომ რამდენიმე გუნდს კიდევ ელოდებიან და „სულ მალე სარაგბო ბრძოლა გაჩაღდება სტადიონზე“.

სტუმრებს შორის არიან გულშემატკივრებიც – მშობლები(უმეტესად მამები), ნათესავები და უბრალოდ რაგბის მოყვარულები.

„შებოჭვა გააკეთე“, „პასები სწორად მიაწოდე“,– მსგავსი ფრაზებით ამზადებენ მწვრთნელები თავიანთ გუნდებს. მათგან ზოგიერთი გაწვრთნილ–ნავარჯიშევია, ზოგი კი ახალბედაა. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ ფესტივალში გამარჯვებულ–დამარცხებული არ არსებობს. როგორც „ტაოელები“ ამბობენ, „მისი მიზანი ბავშვების დამეგობრება, მათი მხრიდან შეჯიბრის ჯანსაღი აღქმა და რაგბის თამაშის სწავლაა“.

მას შემდეგ, რაც ყველა გუნდი იყრის თავს, სტადიონი ოთხ ნაწილად იყოფა და პარალელურ რეჟიმში ერთმანეთს რამდენიმე გუნდი ეთამაშება. წინასწარ ვიცი, რომ გუნდები სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან და თბილისიდან არიან, მაგრამ მიჭირს გავერკვე, ვინ „უპირისპირდება“ ერთმანეთს. თუმცა, აქ ხომ შეჯიბრი არაა! ამიტომ ფოტოაპარატს ვიმარჯვებ და ვცდილობ, ავსახო თამაშის საუკეთესო მომენტები.

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®

თამაშზე არანაკლებ ემოციურია გულშემატკივრების შეძახილები, განსაკუთრებით თანაგუნდელების მიმართ: „ბიჯოო, რას აკეთებ“, „შებოჭე, შებოჭე...ეეე...“, „მიეშველეეთ“...

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®

ერთ–ერთი ასეთი ემოციური გულშემატკივარია 14 წლის დავით ნასყიდაშვილი. ამბობს, რომ 5 წელია რაც რაგბზე დადის და მეექვსედ არის ასპინძაში რაგბის ფესტივალზე. ძალიან უყვარს რაგბიც და ფესტივალებში მონაწილეობაც.

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®

დათოს წარმატებებს ვუსურვებ და მთავარი სტადიონის მარჯვენა მხარეს, მინი სტადიონზე გადავდივარ. აქ ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილეებს მოუყრიათ თავი. მიუხედავად მცირე ასაკისა, საკმაოდ შთამბეჭდავი თამაში აქვთ გაჩაღებული.

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®
ასპინძის რაგბის ბაზის დირექტორი დათუნა მგელაძე ავარჯიშებს ყველაზე პატარა მორაგბეებს

ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. სპონსორი კომპანიის, შპს „ნიალას“, წარმომადგენელი, ვლადიმერ გიორგაძეც ადგილზეა და მზადაა მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადასაცემად. ბოლო ორი გუნდიც უპირისპირდება ერთმანეთს, მაგრამ როგორც დასაწყისში იყო ნათქვამი, ფესტივალს ერთი გამარჯვებული არ ჰყავს, „აქ ყველა გამარჯვებულია“. ამიტომ, ყველა მონაწილე ერთად იყრის თავს და მათ, სერტიფიკატებით აჯილდოვებენ.

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®

„ნიალას“ წარმომადგენელი, ვლადიმერ გიორგაძე, ამბობს, რომ რაგბის ძალიან დიდი გულშემატკივარია."კომპანია, მომავალშიც გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას მსგავს ფესტივალებს, რათა მოხდეს რაგბის პოპულარიზაცია რეგიონში და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით“.

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®
ადიგენის გუნდი

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®
ადიგენის გუნდი

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®
ახალციხის გუნდი

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®
ბორჯომის გუნდი

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®
აწყურის გუნდი

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®
თბილისის გუნდი "წიქარა"

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®
თბილისის გუნდები „ავჭალა“ და „წიქარა“

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®
თბილისის გუნდი „ავჭალა“

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®
ასპინძის გუნდი

‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®
ახალქალაქის გუნდი

[თეონა მაისურაძე, ასპინძა]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

რაგბის გუნდი  'ტაო' 'ჭიათურას' დაუპირისპირდება
ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
რაგბის გუნდი ‘ტაო’ ფოთში ‘კოლხ რაინდებთან’ შესახვედრად ემზადება
რაგბის გუნდი "ტაო" ხაშურის "ლეგიონს" ხვდება
‘ტაო’ –  რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით
რაგბის გუნდი  "ტაო"  "ქობულეთის პონტოს"  შეხვდება
‘ტაო’ VS ‘წყალტუბო’ – ახალციხეში რაგბის მატჩი შედგება