FM97.5 / LIVE

ურაველში ნაკვეთებამდე მისასვლელი სამანქანო გზა მთავარი გზის რეაბილიტაციის დროს ჩახერგეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.09.2019
ახალციხეში, სოფელ ურაველში ექვსი ოჯახი მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი გზით ვეღარ სარგებლობს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაკვეთებამდე მისასვლელი, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის დროს ჩაიხერგა, აქ მშენებელმა კომპანიამ ინერტული მასალა დაყარა.

ურაველში ნაკვეთებამდე მისასვლელი სამანქანო გზა მთავარი გზის რეაბილიტაციის დროს ჩახერგეს

სოფელ ურაველში მცხოვრებლების თქმით, უკვე თვეზე მეტია, ნაკვეთებიდან მოსავლის გამოტანა ხელით უწევთ.

„რამდენჯერმე ვიკითხე, როდის გაასწორებენ–მეთქი. პასუხი სულ ერთი და იგივეა – მალე. უკვე თვეზე მეტია, შეიძლება ორ თვეზეც, რაც ასეა. მალე კი როდის მოვა, არ ვიცით“, – ამბობს ვალოდია ანთარიანი.

მისი თქმით, გზა რაც შეიძლება მალე უნდა გაიწმინდოს: „შემოდგომაა, ახლა იღებს ყველა მოსავალს. დაბინავება ხომ უნდა? ხელით რამდენი უნდა ზიდოს ხალხმა? კი გააკეთებენ, მაგრამ როდის?“

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მოსახლეობის პრობლემის შესახებ იციან. მათი თქმით, ამ საკითხმა თათბირზეც გაიჟღერა, თუმცა ზუსტი დრო, როდის შეძლებენ ურავლელები ნაკვეთებამდე მისასვლელი სამანქანო გზით სარგებლობას, უცნობია.

„საქმის კურსში ვართ, უახლოეს მომავალში აუცილებლად გაკეთდება, მოსახლეობასაც ვუთხარით ამის შესახებ“, – ამბობს ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გელვასი გელაძე.

აგარის მონასტრამდე მისასვლელ გზას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, „მშენებელი 2012“ აშენებს. „სამხრეთის კარიბჭემ“ სცადა კომპანიასთან დაკავშირებაც, თუმცა – უშედეგოდ. ნომერი, რომელიც დოკუმენტებშია მითითებული, არასწორია.

ურაველში ნაკვეთებამდე მისასვლელი სამანქანო გზა მთავარი გზის რეაბილიტაციის დროს ჩახერგეს

[რობი ზარიძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ურაველში ჩახერგილი გზის რეაბილიტაცია დაიწყეს
რატომ ჭიანურდება კოსტავას ქუჩაზე დაზიანებული ცხაურების შეცვლა
აგარის მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება [R]
წელს აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის ნაწილი მოასფალტდება
აწყურის ციხესთან მდინარემ გზა დაანგრია
ახალციხის ტბის ნაწილი თვეზე მეტია ჩაბნელებულია
ასპინძის ქუჩაზე გზის სავალი  ნაწილია ჩანგრეული