FM97.5 / LIVE

ასპინძაში სახალხო დღესასწაულის 'შოთაობის' აღნიშვნა გადაიდო

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.09.2019
უამინდობის გამო, დღეს 28 სექტემბერს, სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაული აღარ გაიმართება. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ „შოთაობას“ 29 სექტემბერს იზეიმებენ.

ასპინძაში სახალხო დღესასწაულის 'შოთაობის' აღნიშვნა გადაიდო

„ასპინძის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას აცნობებს, სოფელ რუსთავში დაგეგმილი სახალხო დღესასწაული ,,შოთაობა-2019’’ უამინდობის გამო, სრული პროგრამით ნაცვლად 28 სექტემბერისა გაიმართება კვირას, 29 სექტემბერს. გთხოვთ მობრძანდეთ“, – წერია მერიის ფესიბუქის გვერდზე.

პროგრამით გათვალისწინებულია:

საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;

ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა;

მესხური ტრადიციებისა და სამზარეულოს წარმოჩენის მიზნით, მესხური ოდა-პავილიონების მოწყობა, სადაც ასპინძის მუნიციპალტეტში შემავალი სოფლები, სტუმრებს ტრადიციულ სამზარეულოს გააცნობენ;

გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება;

კულტურული ღონისძიებების პარალელურად, იგეგმება სპორტული ღონისძიებებიც: ქართული ჭიდაობაში, ჯილდაობასა (ქვის აზიდვა) და მაკლავჭიდში.

"შოთაობის" სახალხო დღესასწაული 2008 წლიდან აღდგა და იგი სოფელ რუსთავის ტერიტორიაზე იმართებოდა. 2013 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცვლილებასთან ერთდ, ღონისძიების ჩატარების ადგილიც შეიცვალა და მან რუსთავიდან ვარძიაში გადაინაცვლა. ექვსი წლის შემდეგ, წელს "შოთაობა" ისევ სოფელ რუსთავში გაიმართება.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'შოთაობის' სახალხო დღესასწაული სოფელ რუსთავში გაიმართება
მოესწრება თუ არა ასპინძაში ‘შოთაობის’ ორგანიზება – ტენდერი მეორედ გამოცხადდა
‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაულს 'შოთაობას' ზეიმობენ [ფოტო]
ასპინძის მერია 'შოთაობისთვის' ემზადება
‘შოთაობის’ ორგანიზებისთვის მეორედ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
ასპინძაში 'შოთაობას' ზეიმობენ