FM97.5 / LIVE

‘ახალი სკოლის მოდელში’ ჩართული სკოლების დირექტორებს მინისტრი შეხვდა

მთავარისიახლე, განათლება 27.09.2019
საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების დირექტორებს შეხვდა. სამცხე-ჯავახეთში ასეთი სულ ექვსი სკოლაა. მინისტრი დირექტორებს მათი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

‘ახალი სკოლის მოდელში’ ჩართული სკოლების დირექტორებს მინისტრი შეხვდა

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, განათლების მინისტრს ახალციხის N1, ვალის N1, ბორჯომის N3, წაღვერის, ტაძრისისა და სოფელ არლის საჯარო სკოლების დირექტორები შეხვდნენ. ეს ის სკოლებია, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წლიდან ახალ პროექტში ჩაერთვნენ და საქართველოს მასშტაბით 100 სკოლას შორის იმყოფებიან.

მიხეილ ბატიაშვილმა სკოლის დირექტორებს მიმდინარე რეფორმები გააცნო მისი თქმით, იმ სკოლებში, სადაც დირექტორების ჩართულობა მაღალია, შედეგიც მაღალი დგება: „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტი უკვე ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში ეს მომავალ თაობებში აუცილებლად აისახება. ჩვენ მუდამ მზად ვართ თქვენს გვერდით ვიდგეთ, რადგან ჩვენი მიზანია, თითოეული სკოლისა და კლასის დონეზე მივიღოთ მაღალი შედეგი“ , - განაცხადა მინისტრმა.

პროექტის მისიაა სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნით შეაიარაღებს. გარდა ამისა, პროექტის მიზანია სასკოლო კულტურის განვითარება და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში შექმნილი მხარდამჭერი ჯგუფები პედაგოგებთან შემდეგი ძირითადი მიმართულებებით იმუშავებენ:

• კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარებასა და დანერგვაზე;
• სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარებაზე;
• ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე სწავლა-სწავლების პროცესში.

აღნიშნული პროცესების ხელშეწყობის მიზნით მოხდება სკოლების WiFi-ით სრული დაფარვა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა.
პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2024 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი
საფეხური: ახალი სკოლის მოდელი [აუდიო]

განათლების რეფორმის ფარგლებში,'უსაფრთხო სკოლის' პროექტი დაინერგება
განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
მიხეილ ბატიაშვილი – ‘სრულყოფილი კომპიუტერები სკოლებს’
სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე დირექტორებს ტრენინგები უტარდებათ