FM97.5 / LIVE

ასპინძაში ალტერნატიული გზის მშენებლობა მომავალ წლამდე გადაიდო

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.09.2019
ახალციხე–ასპინძის მაგისტრალის იმ მონაკვეთზე, სადაც გზა დამეწყრილია, ალტრნატიული გზის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება. გზის მშენებლობა „მტკვარი ჰესის" ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს.

ასპინძაში ალტერნატიული გზის მშენებლობა მომავალ წლამდე გადაიდო

„მტკვარი ჰესის’ ადმინისტრაციას ასპინძაში ალტერნატიული გზის მშენებლობა სექტემბრიდან უნდა დაეწყო, თუმცა, ამ დრომდე, ის კომპანიაც კი არ არის შერჩეული, ვინც სამუშაოებს განახორციელებს.

„გარდა ამისა, სხვდასხვა დოკუმენტებში ცვლილებები იყო და ამას მოუნდა დიდი დრო. გზის პროექტი მზად არის, ამ წელში კი მოვასწრებთ მშენებელი კომპანიის შერჩევასაც, თუმცა აცივდება და სამუშაოებს ვერ დავიწყებთ“, – გვიხსნის „მტკვარი ჰესის“ დირექტორი ალექსანდრე ოქროშიძე.
ახალციხე–ასპინძის გზაზე, დამეწყრილი მონაკვეთის ნაცვლად, 2 კილომეტრის და 600 მეტრის ალტერნატიული გზა უნდა გაკეთდეს. დამეწყრილი გზის ნაწილს კი „მტკვარი ჰესი“ დატბორვისთვის გამოიყენებს.

ალტერნატიული გზის ტერიტორია გეოლოგებმა გასულ წელს შეისწავლეს და პროექტიც მომზადდა. ახალი გზა, დამეწყრილი გზის ზედა მხარეს გადავა და ცენტრალურ გზას შეუერთდება.

ასპინძა–ახალციხის გზის დამეწყრილი მონაკვეთი თითქმის ჩამოშლილია, ყოველწლიურად დაბლა იწევს და გადაადგილება საშიში ხდება. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ არაერთხელ წერდა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი მეორედ ჩაიშალა
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილ გზაზე ალტერნატიული გზის  მშენებლობა დაიწყო
‘სამგზავრო მარშუტკა ორჯერ კინაღამ ამოტრიალდა’ – ახალციხე–ასპინძის გზა ავარიულია
გოგაშენი–ვარძიის დამეწყრილი გზა გეოლოგებმა შეისწავლეს