FM97.5 / LIVE

სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხეში მემორიალი ყვავილებით შეამკეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.09.2019
დღეს, 27 სექტემბერს, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და აფხაზეთის ომში მონაწილე ვეტერანებმა, სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხეში მემორიალი ყვავილებით შეამკეს

1992–93 წლებში, აფზახეთის ომში, სამცხე–ჯავახეთიდან 700 მებრძოლი წავიდა. აქედან 37 დაიღუპა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან დღეს ომის მონაწილე გიორგი ლომიძეც მივიდა. იგი „თეთრი არწივის“ ბატალიონში იბრძოდა და სოხუმი დაცემემადე ორი დღით ადრე დატოვა, რათა დაღუპული დეიდაშვილის შვილი გადმოესვენებინა.

„ვიყავი „თეთრ არწივში“. ჩვენი მეთაური იყო გია ყარყარაშვილი. მე ახალციხის ბატალიონის უფროსი ვიყავი. თავიდანვე მონაწილე ვარ ამ უბედურების. პაატა ნათენაძე ჩემზე წინ გაუშვეს (მაშინ მილიცია იყო). გაუშვეს „ჟიგულებითა“ და სხვა მსუბუქი მანქანებით, არც გააფრთხილეს, რომ ომი იყო და სამი მებრძოლი მილიციელი დაიღუპა. მერე ჩვენ შევედით. ვაკეთებდით იმას, რასაც მეთაურები გვავალებდნენ. გული გვტკივა, ამხელა ომის მერე რომ მიწა–წყალი დავკარგეთ“, – გვითხრა ლომიძემ.

ღონისძიებას ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გია კოპაძეც ესწრებოოდა. მისი თქმით, წელს ომში დაღუპულთა მემორიალი აუცილებლად უნდა განახლდეს.

„ჩვენი წარსული და ჩვენი ფიქრი არის ეს ძეგლი, ერთი ბეწო, რომელიც ცოტა სხვანაირი უნდა იყოს. ჩემს თავსაც ვადანაშაულებ ამაში და – ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ეხება. წელს აუცილებლად უნდ გაკეთდეს მემორიალი, რაც მრავალჯერ, სხვადასხვა მიზეზების გამო, გადაიდო“, – ამბობს კოპაძე.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხეში მემორიალი ყვავილებით შეამკეს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

როგორ გაიხსენეს სამცხე–ჯავახეთში  სოხუმის დაცემის დღე
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა – ახალციხეში გმირები გაიხსენეს
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
27 წელი ომიდან – ახალციხეში აფხაზეთის ომის გმირები გაიხსენეს
ახალციხეში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს