FM97.5 / LIVE

გლეხი, კარტოფილი და 'კოფე'

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 27.09.2019
თუ სექტემბერში აბასთუმნისკენ წასულხართ, ფარეხის ტრასაზე, კარტოფილის ამოღებას ნამდვილად შეესწრებოდით. კარტოფილით სავსე უამრავი თეთრი ტომარა ნაკვეთში, რომლებიც შორიდან მინდორში გაბნეულ ცხრებს გვანან და ადამიანები, რომლებიც ხელით იღებენ კარტოფილს.

გლეხი, კარტოფილი და 'კოფე'

ფარეხაში, ადიგენის სოფელ უდეს მკვიდრი თეიმურაზ გელაძე, ოჯახთან ერთად იღებდა კარტოფილს. ოჯახის ყველა წევრი, დიდი თუ პატარა, მონდომებით შრომობდა.

თეიმურაზ გელაძე (ჯანგიზა) 60 წლისაა და ამბობს, რომ ღმერთის შეწევნით წელს კარგი მოსავალი აქვს.

„25 მეასედი მიწაა აქ და ხუთ –ექვს ტონა კარტოფილს ავიღებ. დავრგე 700 კილო და ყველა ხარჯსაც დაფარავს ეს მოსავალი. კარტოფილს ადგილზე 70–80 თეთრად ვაბარებთ, სოფელში მოდიან და ყიდულობენ.

– სოფელში არ უჭირს გლეხს? – ვეკითხები.
– ვინც შრომობს იმას, არ უჭირს. შრომა არ უყვართ და გაჭირვებააოო ამბობენ.

გლეხი, კარტოფილი და 'კოფე'

შუშანა ბარბლიშვილი, თეიმურაზ გელაძის დედაა, 84 წლისაა, ამბობს, რომ შრომა ახლაც შეუძლია და შვილს გამოყვა კარტოფილის ამოსაღებად.

„ახალგაზრდა დავქვრივდი და მას შემდეგ სულ ვმუშაობ, მივეჩვიე. შრომა ახანგძლივებს სიცოცხლეს, თანაც ნატურალურსა ვჭამდი“, – მეუბნება ის.

გლეხი, კარტოფილი და 'კოფე'

ტომრები სავსეა, კარტოფილი ამოღებულია. შემოდგომის საქმე თითქმის დამთავრებული.

გლეხი, კარტოფილი და 'კოფე'

საბავშვო ბაღში არ წავიდა, გადაწყვიტა, მშობლებს მიხმარებოდა.

გლეხი, კარტოფილი და 'კოფე'

შრომა კარგია, თუმცა მინდორში, ჩაიდანზე მოდუღებულ „კოფეს“ არაფერი სჯობს.

გლეხი, კარტოფილი და 'კოფე'

მეკითხება, როდის დავდებ მასალას და როდის შეძლებს ნახვას.

გლეხი, კარტოფილი და 'კოფე'

ასე თავჩაღუნული მუშაობდნენ – წვიმამ არ მოგვისწროსო.

გლეხი, კარტოფილი და 'კოფე'

[გულო კოხოძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი
ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს
ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო
“ახალი მემარჯვენეები” დღეს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრნენ
შემოდგომის სოფელი [Photo]
მეურნე: კარტოფილის ამოღება  [Video]