FM97.5 / LIVE

ახალდაბაში სასმელი წყლის ქსელის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.09.2019
ბორჯომში, დაბა ახალდაბაში, სასმელი წყლის სისტემის ორ კილომეტრზე მეტი, ახალი მილებით შეიცვალა, თუმცა იგი ჯერ საფილტრ სადგურთან, რომელიც მოსახლეობას სუფთა წყალს მიაწვდის, არ დაუერთებიათ.

ახალდაბაში სასმელი წყლის ქსელის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე, ახალი მილებით სასმელი წყლის სათავე-ნაგებობიდან, საფილტრ სადგურამდე მონაკვეთი დაიქსელა.

„როდესაც საფილტრი სადგური გაკეთდა და ჩავრთეთ, წყალმა გაჟონა - ზუსტად იმიტომ, რომ ძველი იყო სისტემა და სკდებოდა. ახლა ეს მონაკვეთი გავაკეთეთ, რომ საფილტრ სადგურამდე ჩავიდეს წყალი, გაიფილტროს და მოსახლეობაზე გადანაწილდეს“, – ამბობს ბუბა ბერიძე.

ახალდაბაში თბილისიდან ტექნიკურ ჯგუფს ელოდებიან, რათა ახლადშეცვლილი მილები საფილტრ სადგურზე დააერთონ. ბუბა ბერიძე ამბობს, რომ ეს სამუშაოები დაახლოებით 10 ოქტომბრამდე დასრულდება და მოსახლეობა გაფილტრული წყლით ისარგებლებს.

მისივე თქმით, ახალდაბის სასმელი წყლის სისტემის მთლიანი შიდა ქსელი 35 კილომეტრია და რეაბილიტაცია სჭირდება. მერის მოადგილე ამბობს, რომ ამ ქსელის შესაცვლელად მუნიციპალიტეტს ფინანსური რესურსი არ აქვს. ამიტომ მისი შეცვლა ეტაპობრივად მოხდება.

„გაფლტრულ წყალს მივაწვდით, მაგრამ შესაძლოა მოსახლეობას პრობლემები ისევ შეექმნეს, რადგან დანარჩენი შიდა ქსელი ძველია და მას სრული შეცვლა უნდა. მომავალ წელს, ახალდაბაში იგეგმება ძირითადი ქუჩების მოასფალტება. ამიტომ, ჯერ ქსელი შეიცვლება, მერე დაიგება ასფალტი“, – ამბობს ბერიძე.

ახალდაბში, ორკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 000 ლარი დაიხარჯა. ხოლო სათავე-ნაგებობისა და საფილტრი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალდაბაში 2017 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, შპს „ერისიმედმა“ და „კიევმეტრომშენმა“ შეასრულა. პროექტისთვის 743 928 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფილტრი სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებისთანავე, წყლის სისტემის შიდა მილები დასკდა და საფილტრი სადგურის გადაკეტვა გახდა საჭირო.

ახალდაბაში, სადაც 700 კომლი ცხოვრობს, სამ ათეულ წელზე მეტია, ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან. სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალდაბას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება
მგფ: ახალდაბაში სასმელი წყლის ფილტრები გამართულად მუშაობს
ახალდაბაში სასმელ წყალში გრძელი ჭია ნახეს
‘ფილტრს რომ ვრთავთ, მილი სკდება’ – ახალდაბაში წელს წყლის პრობლემა ვერ მოგვარდება
ახალდაბელები წყლის პრობლემის გამო გზის გადაკეტვით იმუქრებიან
‘მილები უკუღმა დააყენეს’ – რაში დაიხარჯა ახალდაბაში 800 000–მდე ლარი [Video]
ახალდაბაში  წყალსადენი  სისტემა  შენდება