FM97.5 / LIVE

განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლები ბორჯომში

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.09.2019
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონიტორინგის სამსახურმა ის ისტორიული ძეგლები აღრიცხა, რომლებიც განადგურების პირასაა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხუთ დაცლილ დასახლებაში არსებული ობიექტები კონსერვაციას საჭიროებს.

განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლები ბორჯომში

ბორჯომში,სოფელ წინუბნის ნაეკლესიარი - „ხასტაგძუარი“, ვარდევანის წმ.გიორგის სახელობის ტაძრის ნაეკლესიარი, ღინტურის ღვთისმშობელის სახელობის ეკლესია და მის სამხრეთით არსებული ნასოფლარი დიდი თონეთი, ასევე „სახდელის ჯვრის“ ეკლესია და „ძველი სასაფლაოს ეკლესია“ მიუდგომელ ადგილებში მდებარეობს.

ძეგლები შუა საუკუნეებს განეკუთვნება და თითქმის განადგურებულია. მათი აღრიცხვისთვის ადგილზე ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონიტორინგის სპეციალისტი იმყოფებოდა. გიორგი ლაზარაშვილის მიერ მოპოვებული მონაცემები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის კატალოგში შევა.

„ვამოწმებთ, რა მდგომარეობაშია ძეგლები. შემდეგ ვიღებთ ჯიპიეს კოორდინატებს და ფოტოებს. ბოლოს, ყველა მონაცემს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საიტზე ვათავსებთ. ხუთივე ძეგლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კამარა, კონქი თითქმის სულ ჩამოქცეულია, მხოლოდ კედლებია დარჩენილი. მათი რესტავრაცია კოლოსალურ თანხებთან იქნება დაკავშირებული. ალბათ, კონსერვაცია უნდა მოხდეს ამ ძეგლების, შესწავლა, გაწმენდა, დაფიქსირება, აზომვითი სამუშაოები, რაც უკვე სააგენტოს პრეროგატივაა“, - ამბობს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მონიტორინგის სპეციალისტი გიორგი ლაზარაშვილი.

მისივე თქმით, ძეგლები უკვე დაცლილ სოფლებში მდებარეობს. მათთან მისასვლელი გზები კი მიუვალია, ამიტომ 80-იანი წლების შემდეგ ისინი არავის მოუნახულებია: „80-იან წლებში მოხდა ამ ძეგლების პასპორტიზაცია და ამის შემდეგ არავინ ყოფილა. მოხვედრა ძალიან ძნელია, ცუდი გზაა, ორხიდიანი მანქანაა საჭირო და შეიძლება ბოლომდე ვერც მიხვიდე. ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, ვეძებეთ და სამი-ოთხი დღე დაგვჭირდა, რომ მიგვეგნო“.

მსგავს ისტორიულ ძეგლებს მონიტორინგის სამსახური პერიოდულად აღრიცხავს. მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 220 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლები ბორჯომში

განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლები ბორჯომში

განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლები ბორჯომში

განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლები ბორჯომში

განადგურების პირას მყოფი ისტორიული ძეგლები ბორჯომშიფოტოები © გიორგი ლაზარაშვილი

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სპეციალისტები აკვირდებიან
სამცხე–ჯავახეთს ნიკა ანთიძე სტუმრობს
ახალციხეში სომხური ეკლესია ინგრევა [ფოტო]
თისელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდება
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სომხეთის კულტურის სამინისტროს არაოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში
'დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო'– ძეგლთა დაცვის წარმომადგენელი კორხის ეკლესიაზე