FM97.5 / LIVE

ნახანძრალ ადმინისტრაციულ შენობას, მინის ნაცვლად, თუნუქით გადახურავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.09.2019
ახალციხეში, აგვისტოში ხანძრისაგან დამწვარი ადმინისტრაციის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც თვითმმართველობაში ამბობენ, შენობის სახურავი, მინის ნაცვლად, თუნუქით გადაიხურება, თუმცა ეს იდეა არ მოსწონს ახალციხის ყოფილ გამგებელს, რომლის მუშაობის პერიოდშიც შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ნახანძრალ ადმინისტრაციულ შენობას, მინის ნაცვლად, თუნუქით გადახურავენ

ახალციხის ადმინისტრაციული შენობის იმ ნაწილის აღდგენა, სადაც 15 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა, უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

როგორც ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე გვიხსნის, რეაბილიტაცია ჯერ შენობის სახურავს ჩაუტარდება, შემდეგ კი ის კაბინეტები აღდგება, რომლებიც ხანძრისაგან დაიწვა.

სამხარეო ადმინისტარციის შენობის იმ ნაწილს კი, რომელიც მინით იყო გადახურული, ახლა თუნუქით გადაფარავენ. ამ ფაქტს აპროტესტებს ახალციხის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძე, რომლის გამგებლობის პერიოდშიც ამ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და შიგ ადმინისტრაცია განთავსდა.

„თავიდანვე ასე იმიტომ გაკეთდა, რომ შუშას თავისი დატვირთვა ჰქონდა, ცენტრში დგას, კარგ იერსახეს აძლევდა და ქალაქში ასეთი შენობა შუშით გადახურული არ არის. თუნუქის გადახურვით იერსახეს დაუმახინჯებენ და ეს ძალიან ცუდია“, – ამბობს გელა დემეტრაძე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კი ირწმუნება, რომ თუნუქის სახურავით შენობის იერსახე არ დამახინჯდება და შენობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებაც დაცული იქნება.

„აქ შუშის სახურავი „კამერასავით“ იყო, თან – საფრთხის შემცველი. კაცმა არ იცოდა, რა დროს რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ამიტომ ესე უკეთ დაცული იქნება. შენობას გვერდზე რომ ვიტრაჟები აქვს, ეგ თავის ადგილზე დარჩება და მხოლოდ სახურავს გადავაფარებთ თუნუქს“, – გვიხსნის გელა ნოზაძე.

ახალციხეში ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი 15 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ჯერ სახურავს მოედო და შემდეგ შიგნით, კაბინეტებზე გადავიდა. თვითმმართველობის ინფორმაციით, ზარალმა 300 000 ლარამდე მიაღწია, თუმცა ახლა რა თანხით და ვისი დაფინანსებით მიმდინარეობს ნახანძრალი შენობის რეაბილიტაცია, ამაზე პასუხს ახალციხის მერიისგან მესამე დღეა ველოდებით.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია [ვიდეო]
ახალციხეში ადმინისტრაციულ შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა
ვალეში პოლიციის ყოფილ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სოფელ სვირში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვინ უნდა შეაკეთოს ადმინისტრაციის შენობის აყრილი სახურავი
მაშველებმა გუბერნიის შენობის სახურავს აყრილი სახურავის ნაწილი მოაშორეს
ადმინისტრაციის შენობის სახურავზე ცეცხლი ლოკალიზებულია