FM97.5 / LIVE

ხატია პარუნაშვილმა თურქეთის საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.09.2019
ადიგენელმა ხატია პარუნაშვილმა თურქეთში, სტამბულის საავადმყოფოში, ქემიოთერაპიის კურსი დაიწყო. მისი დახმარების სურვილი უკვე არაერთმა ორგანიზაციამ გამოთქვა. დაგეგმილია საქველმოქმედო ღონისძიებებიც.

ხატია პარუნაშვილმა თურქეთის საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო

სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი – „ერთად ხატიასთვის“, სადაც არაერთი ორგანიზაცია და კერძო პირი გამოთქვამს სურვილს 21 წლის გოგონას დასახმარებლად.

კომპანია „ფრეკომ“ 500 ლარი გადარიცხა მკურნალობის ფონდში. უდის N2 და არალის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დაიწყეს მაკულატურის შეგროვება, საიდანაც აღებული თანხა ხატია პარუნაშვილის ანგარიშზე გადაირიცხება. აქციაში ჩაერთო ახალქალაქის, სოფელ დილისკას საჯარო სკოლაც. ონლაინ მაღაზიამ, „სამკაულები ახალციხეში“, გამოთქვა სურვილი, გაყიდული სამკაულებისა და აქსესუარების 15% გადარიცხოს ხატია პარუნაშვილის სამკურნალოდ. აგრეთვე, ტექნიკის მაღაზია „ზუმერის“ თანამშრომლები ფულს საკუთარი სახსრებიდან გაიღებენ.

საქველმოქმედო ყუთები დაიდგა ვალეში.

ხატიას დასახმარებლად მზადდება სოციალური ვიდეოები და უკვე დაგეგმილია სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები, მათ შორის – კონცერტი ხვალ, 27 სექტემბერს, „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე.

21 წლის ადიგენელმა გოგონამ, რომელსაც მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა, პირველი ქიმიოთერაპიის კურსი გუშინ, 25 სექტემბერს დაიწყო. გოგონას, ქიმიოთერაპიის ოთხი კურსი უნდა ჩაუტარდეს და საერთო ჯამში 72 000 ათასი დოლარია ამისთვის საჭირო.

იმის გამო, რომ ოჯახს, ერთდროულად, ეს თანხა არ აქვს, სამედიცინო დაწესებულებასთან შეთანხმებით, ფულს ნაწილ–ნაწილ რიცხავენ.
21 წლის გოგონას დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიში:

საქართველოს ბანკი - ანგარიშის ნომერი GE34BG0000000161580664GEL

თიბისი ბანკი - ანგარიშის ნომერი GE31TB7146945061100061

მიმღები მარიამ პარუნაშვილი,

პირადი ნომერი 03001021441

ასევე, მსურველებს შეუძლიათ საქველმოქმედო ზარის განხორციელება საქართველოდან ჯეოსელის, მაგთისა და ბილაინის ქსელში –
დარეკეთ 0 901 700 177 (ზარის ღირებულება 1 ლარი).

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2019 მესხეთის თეატრში პრემიერა ‘ზოოპარკის ისტორია’ გაიმართება

19.11.2019 ბორჯომის მერიაში ექვსი პოზიციიდან ორი კვლავ ვაკანტური რჩება

19.11.2019 21 ნოემბრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ერთად ხატიასთვის' – საქველმოქმედო კონცერტი ახალციხეში
‘ერთად ხატიასთვის’– ახალციხის პარკში საქველმოქმედო კონცერტი მიმდინარეობს
ხატია პარუნაშვილმა მკურნალობა დაიწყო, თუმცა თანხა სრულად არ აქვს
ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს
ადიგნელ ხატია პარუნაშვილს სასწრაფო დახმარება სჭირდება, მას მწვავე ლეიკემია აქვს
სტუდენტური თვითმმართველობა ხატია პარუნაშვილს დაეხმარება
ლეიკემიით დაავადებული გოგონას მხარდასაჭერად ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება