FM97.5 / LIVE

40 კოსმეტიკურ საშუალებაში საფრთხისშემცველი ნივთიერება აღმოჩნდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.09.2019
momxmarebeli.ge კოსმეტიკურ-პარფიუმერული საშუალებების კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 40 სახის ნაწარმში ისეთი ნივთიერება აღმოჩნდა, რომელიც ევროკავშირში იკრძალება, რადგან იგი სხვადასხვა დაავადებას იწვევს.

40 კოსმეტიკურ საშუალებაში საფრთხისშემცველი ნივთიერება აღმოჩნდა

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ვებ-გვერდის momxmarebeli.ge ინფორმაციით, კოსმეტიკური საშუალებების 35 პროდუქტი და თმის ხუთი საღებავი ფორმალდეჰიდის შემცველობაზე შემოწმდა. ეს ნივთიერება ყველა შემოწმებულ ნიმუშში აღმოჩნდა.

„ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება“, - ნათქვამია momxmarebeli.ge-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია.

ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.

როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა.

აქვე momxmarebeli.ge მიუთითებს, რომ მათ მიერ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში ფორმალდეჰიდის ოდენობა 0,05%-ს არ აღემატებოდა.

„ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ფორმალდეჰიდის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნაწარმში“, – ნათქვამია momxmarebeli.ge–ს განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პარფიუმერულ-კოსმეტიკურ ნაწარმზე სახელმწიფო კონტროლის დანერგვა აუცილებელია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

5 დასახელების კოსმეტიკურ საშუალებაში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა
არასასურსათო პროდუქციაში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა - კვლევის შედეგები
მომხმარებელი.ge: 'სურსათის რამდენიმე პროდუქტი არასაკვებ საღებავებს შეიცავს'
რძის ნაწარმის ეტიკეტირებაზე კონტროლი მკაცრდება
სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა
7 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა – სეს
გაყინულ ხინკალსა და პელმენში ბაქტერიები აღმოაჩინეს