FM97.5 / LIVE

ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალი მოსამართლეები ეყოლება

მთავარისიახლე, სამართალი 25.09.2019
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ახალციხის რაიონულ სასამართლოში იგეგმება მოსამართლეების დანიშვნა. მათ შესარჩევად კონკურსი ეტაპობრივად გამოცხადდება.

ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალი მოსამართლეები ეყოლება

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამი მოსამართლეა დანიშნული, რომლებიც ამავდროულად მაგისტრატი მოსამართლეებიც არიან. ბორჯომის მაგისტრატ სასამართლოში მოსამართლედ ლუიზა თოდუაა დანიშნული, ადიგენისა და ასპინძის მაგისტრატ სასამართლოებში მოსამართლეზე დაკისრებულ ვალდებულებას გია ბერაია და მარიკა ჩიტაშვილი ახორციელებენ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, სასამრთლო გადატვირთულია და საჭიროებს მოსამართლეების დანიშვნას.

„არა მხოლოდ ახალციხის რაიონული სასამართლო, არამედ მთელი სასამართლო სისტემა საჭიროებს მოსამართლეების დამატებას“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

საერთო სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი, დოქტორის ხარისხის იურიდიული განათლება. სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მარიკა ჩიტაშვილი უვადო მოსამართლედ დაინიშნა
გია ბერაია უვადო მოსამართლედ დაინიშნა
მოსამართლე გია ბერაიამ ახალციხის რაიონული სასამართლო დატოვა
ბორჯომში მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობა გაიხსნა
ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა
გიორგი ლონდარიძემ მოსამართლის პოსტი დატოვა