FM97.5 / LIVE

‘საექიმო საქმიანობას სამუდამოდ ვწყვეტ’ – ყალბი რეცეპტების საქმე

მთავარისიახლე, სამართალი 25.09.2019
ბორჯომში დაკავებულ ექიმთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მას საგამოძიებო უწყება ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებასა და გასაღებას ედავებოდა.

‘საექიმო საქმიანობას სამუდამოდ ვწყვეტ’ – ყალბი რეცეპტების საქმე

ჯერ კიდევ ორი თვის წინ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, ყალბი რეცეპტის დამზადებასა და გასაღებაში ბრალდებული ექიმი აცხადებდა, რომ ბრალს არ აღიარებდა და ირწმუნებოდა, რომ ყველა პაციენტს ამოწმებდა და რეცეპტებს ისე გასცემდა. თუმცა დღეს, 25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, ექიმმა განაცხადა, რომ ბრალს სრულად აღიარებს და დანაშაულს ინანიებს.

„ამ პერიოდის განმავლობაში, კარგად დაფიქრდა რაღაცეებზე და ყველაფერი გააცნობიერა. მარტო იმის გამო, რომ საპროცესო გაფორმებულიყო, არ უღიარებია. ეს გულწრფელი აღიარება იყო“, – განმარტავს ექიმის ადვოკატი სოსო ხითარიშვილი.

სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რის მიხედვითაც, რ.ჯ დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასჯელის ზომად განესაზღვრა ხუთი წელი და ექვსი თვე, საიდანაც საპატიმრო დაწესებულებაში ექვს თვეს გაატარებს, ხოლო ხუთი წელი პირობითი მსჯავრი ექნება. გარდა ამისა, ექიმი ჯარიმის სახით გადაიხდის 10 000 ლარს და სამი წელი აეკრძალება სამედიცინო საქმიანობა.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ, ექიმმა განაცხადა, რომ არამხოლოდ სამი წელი, სამედიცინო საქმიანობას სამუდამოდ წყვეტს.

საქართველოს პროკურატურამ ექიმი 31 ივლისს დააკავა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად, ყალბი რეცეპტის დამზადებას, გასაღების მიზნით, და გასაღებას გულისხმობდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში დაკავებული ექიმი ბრალს არ აღიარებს
ბორჯომში ექიმი დააკავეს
ბორჯომში დაკავებული ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში არ მუშაობს
ბოლაჯურის ყოფილ რწმუნებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
9 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული ციხეში ორ წელს გაატარებს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებული პატიმრობაში 4 წელს გაატარებს
ადიგენში ხე–ტყის საქმეზე  დაკავებულ 7 პირს საპროცესო გაუფორმეს