FM97.5 / LIVE

‘ადგილი უკანონოდ გამოუყვეს, მაგისი სიძე დეპუტატია’ – დავა მიწის ნაკვეთის გამო

მთავარისიახლე, სამართალი 25.09.2019
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიღო საჩივარი, რომელიც სამეზობლო დავაა და მიწის ნაკვეთს ეხება. მომჩივანი მხარე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის დაკანონებაც მის ოჯახს უნდოდა და პროცესიც დაწყებული იყო, ახალციხის საკრებულოს ერთ–ერთი დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრმა უკანონოდ მიისაკუთრა.

‘ადგილი უკანონოდ გამოუყვეს, მაგისი სიძე დეპუტატია’ – დავა მიწის ნაკვეთის გამო

სადაო მიწის ნაკვეთის უკანონოდ მითვისების საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი ადვოკატმა ეკა აბაშიძემ შეიტანა. იგი იმ ადგილობრივის ინტერესებს იცავს, რომელიც ამბობს, რომ მანველიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთს მისი ოჯახი წლების განმავლობაში ეპატრონებოდა და დაკანონებისთვის საქმეც დაწყებული იყო, თუმცა მოულოდნელად მიწა ახალციხის საკრებულოს დეპუტატის სიმამრმა დაისაკუთრა.

„ეს მიწის ნაკვეთი რომ ჩვენი იყო, მთელმა სამეზობლომ იცოდა. ჯერ კიდევ 2015 წელს მივედით მერიაში, დისკი და საბუთები მივიტანეთ, რომ მიწა დაგვერეგისტრირებინა, მაგრამ ეს საბუთები არ მიიღეს. გვითხრეს, მაგ მიწის ქვეშ წყლის კოლექტორი გადის, დაელოდეთ, კანონი შეიცვლება და მერე შეძლებთ დარეგისტრირებასო. ჩემი შეჩერებით სხვამ ისარგებლა, რომლის სიძეც ახალციხის საკრებულოში დეპუტატია. სიძის დახმარებით მან მიწა დაირეგისტრირა და მშენებლობაც დაიწყო“, - გვიყვება მომჩივანი მხარე, რომელსაც ვინაობის გასაჯაროება არ სურს.

დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას ამ საქმესთან კავშირი არ აქვს და მისმა სიმამრმა მიწა კანონის სრული დაცვით დაირეგისტრირა: „ჩემს სიმამრს მაგ მიწის გვერდზე 2007 წლამდე დარეგისტრირებული ჰქონდა მიწა, 2011 წელს გამოვიდა კანონი, რომ თუ შენი მიწის გვერდზე თავისუფალი ადგილია, მისი დაკანონება შეიძლება. ეს ადამიანიც ადგა და დაირეგისტრირა, ყველა საბუთი შეაგროვა და მიიტანა მერიაში. აგერ სასამართლოც იქნება და გამოჩნდება ვინაა მართალი. მაგ კაცმა, ვინც ჩივის ახლობლები მიუგზავნა ჩემს სიმამრს და სთხოვდა 5 000 დოლარს, ეგენი არ გითხრათ ხომ ?!“, – ამბობს ბაბოიანი.

თავად ბაბოიანის სიმამრი „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს, პირად საუბრებში კი ამტკიცებს, რომ მან მიწა კანონის სრული დაცვით დაირეგისტრირა და მისი სიძე არაფერ შუაშია. რაც შეეხება წყლის კოლექტორს, მისი თქმით, ამ ადგილზე მან ბეტონი დაასხა და წყლის შემკრებს საფრთხე არ ემუქრება.

მომჩივანის ადვოკატი, ეკა აბაშიძე მიიჩნევს, რომ მიწის რეგისტრაციისას შეცდომა ახალციხის მერიის მიწის აღიარების კომისიამ დაუშვა: „წესის მიხედვით, იქ სადაც წყლის კოლექტორები გადის, მიწის ნაკვეთებს არ უსაკუთრებენ არავის და რატომღაც ამ კაცს, რომლის სიძეც საკრებულოშია, ეგ ადგილიც მისცეს, მითუმეტეს, რომ ფართს სხვა იყენებდა“, – ამბობს ადვოკატი.

საქმესთან დაკავშირებით, ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტზე დავა სასამართლოში მიმდინარეობს და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გააკეთებენ კომენტარს: „სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილებას გაცნობებთ“, - განუმარტეს „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მერიაში.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში განხილვები ჯერ ჩანიშნული არ არის, თუმცა ორგანომ საჩივარი უკვე მიიღო.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

დეპუტატ ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრის საქმეზე სასამართლო გაიმართა
მუსლიმ მოქალაქეს ადიგენის საკრებულომ მიწა არ დაურეგისტრირა
სხვილისში დაწყებული სამეზობლო დავა სასამართლოში გაგრძელდება
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ახალციხეში მიწის დაკანონებას ითხოვს
76 განაცხადი და დაკმაყოფილებული 17 – მიწის აღიარების კომისიის ანგარიში
იური ჯიმშერაძემ სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიხმო
ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენ