FM97.5 / LIVE

‘ალი და ნინო’ - მესხეთის თეატრის სცენაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.09.2019
მესხეთის სახელმწიფო თეატრში ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი გრძელდება. მის ფარგლებში მაყურებელი ყურბან საიდის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, „ალი და ნინო“ იხილავს.

‘ალი და ნინო’ - მესხეთის თეატრის სცენაზე

„ალი და ნინო“ მესხეთის თეატრში დღეს, 25 სექტემბერს გაიმართება. მას ცხინვალის ივ. მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი წარმოადგენს. სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.

ყურბან საიდის ნაწარმოების მიხედვით შექმნილ სპექტაკლში „ალი და ნინო“, ნაჩვენებია აზერბაიჯანელი მუსლიმი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი ქრისტიანი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია. რომანში მოქმედება პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება.

სპექტაკლში გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა.

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი ხუთი ლარია.

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციის განმარტებით, სპექტაკლების განრიგში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 26 სექტემბერს დანიშნული - „იაკიში და პუპჩე“, რომელსაც სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს, პირველ ოქტომბერს გაიმართება.

26 სექტემბერს კი თეატრში სპექტაკლი არ იქნება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს
მესხეთის თეატრში სეზონის პირველი პრემიერა გაიმართება
9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება
ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე
რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეთერთმეტე დღეს
დღეს მესხეთის თეატრში ორი სპექტაკლი გაიმართება
მესხეთის თეატრი დღეს გორის თეატრს უმასპინძლებს