FM97.5 / LIVE

წყორძაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიწვა [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.09.2019
ახალციხის სოფელ წყორძაში, ხანძრის შედეგად, ადგილობრივს საცხოვრებელი სახლი, პირუტყვის სადგომი, ხის მასალა და ზამთრისთვის მომარაგებული თივა დაეწვა. ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.

წყორძაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიწვა [ფოტო]

ხანძარი დღეს, 24 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ოჯახის დიასახლისმა შეამჩნია და სახანძროსაც თავად გამოუძახა: „ჩვენი აზრით, ცეცხლი დენის კაბელებიდან გაჩნდა. გარეთ გვაქვს დენის ასანთები, ბოსელთან. როგორც ჩანს, იქ გაჩნდა ჯერ ცეცხლი, შემდეგ კი თივაზე გადავიდა, რომელიც ბოსლის თავზე გვეყარა. სანამ სახანძროს დავურეკე, 400 „პრესი“ თივა სულ ჩაიწვა და სახლზე გადმოვიდა ცეცხლი“, - ამბობს სახლის მეპატრონე ანა ცუცქირიძე.

ცუცქირიძეების ხუთსულიანი ოჯახიდან, ხანძრის დროს სახლში მხოლოდ ოჯახის უფროსები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ცეცხლის შედეგად ბოსელი, საქონლისთვის მომარაგებული თივა, ბოსლის გადასახურად გამზადებული ხის მასალა და საცხოვრებელი სახლის ორი ოთახი დაიწვა.

ამ დროისათვის სახლიდან ავეჯის ნაწილი და ტექნიკა გამოტანილია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ბრიგადა მუშაობს. მეხანძრეები ცეცხლის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებენ.

წყორძაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიწვა [ფოტო]

წყორძაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიწვა [ფოტო]

წყორძაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიწვა [ფოტო]

წყორძაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიწვა [ფოტო]

წყორძაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიწვა [ფოტო]

წყორძაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიწვა [ფოტო]

[ლუბა გიორგაძე, თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა
‘საქონელი გარეთ დამრჩა’ - წყორძაში გაჩენილი ხანძრის შედეგები [ფოტო/ვიდეო]
ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა
ახალციხეში ნათენაძის ქუჩაზე სახლის საკვამურში ცეცხლი გაჩნდა
ახალციხეში საქონლის სადგომს ცეცხლი გაუჩნდა
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა
ახალციხეში ხანძრის შედეგად სტეფანიანების სახლის ნაწილი დაიწვა [Photo]